ამერიკელი სენატორი კორუფციის ბრალდებით გაასამართლეს და ყველა პუნქტში დამნაშავედ ცნეს

16 ივლისს, -ის სენატორი ბობ მენენდესი დამნაშავედ ცნეს მისთვის წაყენებულ ყველა 16 ბრალდებაში, სხვათა შორის, ქრთამის აღებაში.
მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში ნაფიცი მსაჯულები 12 საათზე მეტხანს მსჯელობდნენ სამი დღის განმავლობაში, სანამ გამოიტანდნენ განაჩენს სასამართლო პროცესზე, რომელიც ცხრა კვირა გრძელდებოდა.
70 წლის მენენდესმა არ აღიარა წაყენებული დანაშაული – ბრალდებები, რომელთა შორის იყო მისი – როგორც უცხოური აგენტის – ქმედებები, და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა.
აშშ-ის საოლქო მოსამართლემ სიდნი სტეინმა, მენენდესისთვის განაჩენის გამოცხადება 29 ოქტომბრისთვის დანიშნა, ერთი კვირით ადრე 5 ნოემბრის არჩევნებამდე, რომელშიც ის კენჭს იყრის, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი მორიგი ექვსწლიანი ვადით სენატში, თუმცა, მიიჩნევენ, რომ მას გამარჯვების მცირე შანსი აქვს.
მსჯავრდადებიდან მალევე, აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერმა, დემოკრატმა ჩაკ შუმერმა, მენენდესს გადადგომისკენ მოუწოდა. სასამართლო პროცესის ყურადღების ცენტრში იყო ის, რასაც ფედერალურმა პროკურორებმა მექრთამეობის სქემები უწოდეს, როცა სენატორმა და მისმა ცოლმა, ნადინ მენენდესმა მიიღეს ასობით ათასი დოლარი ნაღდი ფული, ოქროს ზოდები, მანქანის საფასური და დაუფარეს ბანკის ვალი სამმა ბიზნესმენმა, რომლებსაც მისი დახმარება სჭირდებოდათ.
ქრთამების სანაცვლოდ, მენენდესი ეხმარებოდა მილიარდობით დოლარის ოდენობის ამერიკული დახმარების გამოყოფას ეგვიპტეში, სადაც, ერთ-ერთ ბიზნესმენს, ვაელ ჰანას, პროკურატურის თქმით, კავშირები ჰქონდა ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
მენენდესი აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა გავლენიანი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან მას შემდეგ გადადგა, რაც მას ბრალი წაუყენეს გასულ სექტემბერს, თუმცა ის წინააღმდეგობას უწევდა თავისი კოლეგა-დემოკრატების მოწოდებებს გადადგომის შესახებ. ნადინ ფერნანდესს ცალკე გაასამართლებენ, მოგვიანებით.
ის არ დასწრებია ქმრის სასამართლო პროცესს მას შემდეგ, რაც მკერდის კიბო დაუდგინეს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – საზოგადოებას არ ჰქონდა სრული, სათანადო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება უკრაინაში და ამ ბილბორდებმა და ვიდეორგოლმა გააშიშვლა სიმართლე – ამიტომ არიან ახლა გაღიზიანებული კონკრეტული ძალები

პრემიერი – იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი უდიდესი საგანძურია ჩვენი ქვეყნისთვის, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება ყოველთვის მიმართული იყო ქვეყნის ეროვნული იდენტობის დაცვისა და შენარჩუნებისკენ და ქველმოქმედების ეს აქტიც ამის გამოხატულებაა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე – რუსეთის ჩარევა იმისკენაა მიმართული, რომ საქართველოს მთავრობა და მისი ხალხი უკან თავის ორბიტაში დააბრუნოს, ეს უბრალოდ მიუღებელია – ჩვენ ვღელავთ და აშშ-ის მთავრობა უმაღლეს დონეზე აკვირდება არჩევნებს