ამერიკელი სენატორი, ბერნი სანდერსი კონგრესს მოუწოდებს, რომ ისრაელის სამხედრო დახმარების კანონპროექტი დაბლოკოს.
„ნება მომეცით გარკვევით განვაცხადო, რომ პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ ნეთანიაჰუს უკანონო, ამორალური, ბრუტალური და უხეშად არაპროპორციული ომისთვის აშშ-ის დაფინანსება უნდა შეწყდეს. კონგრესმა მემარჯვენე ნეთანიაჰუს მთავრობისთვის 10 მილიარდი დოლარის უპირობო სამხედრო დახმარებაზე უარი უნდა თქვას“, – წერს სენატორი ვერმონტის შტატიდან X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“).
ბერნი სანდერსმა აღნიშნა, რომ ღაზას სექტორში მიმდინარე ომი „ჰამასის“ ბარბაროსულმა შეტევამ გამოიწვია, მაგრამ ისრაელის პასუხი არის არაპროპორციული და საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა.
„აშშ-ის გადასახადის გადამხდელები ღაზაში უდანაშაულო კაცების, ქალებისა და ბავშვების სიცოცხლის განადგურების თანამონაწილენი აღარ უნდა იყვნენ“, – აღნიშნა სანდერსმა.
