ამერიკელი სენატორები უნგრეთში შვედეთის ნატოში გაწევრიანებაზე სასაუბროდ ჩადიან

ამერიკის კონგრესის ორპარტიული დელეგაცია კვირას უნგრეთს ესტუმრება. ნატოში შვედეთის გაწევრიანების თაობაზე თანხმობის გასაცემად ბუდაპეშტზე ზეწოლა იზრდება.
უნგრეთი ერთადერთი წევრი სახელმწიფოღაა, რომელსაც შვედეთის გაწევრიანების თაობაზე გადაწყვეტილების რატიფიცირება არ მოუხდენია. სტოკჰოლმს უკვე აქვს ყველაზე მტკიცე მოწინააღმდეგის, თურქეთის თანხმობა. თუმცა ალიანსს ახალი წევრის მისაღებად სრული კონსენსუსი სჭირდება.
შვედეთმა ნატოში წევრობაზე განაცხადი 2022 წლის მაისში გააკეთა. ეს ისტორიული ნეიტრალიტეტის ცვლილება იყო მას მერე, რაც ში რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი , რომელსაც ვლადიმირ პუტინთან ახლო და კარგი ურთიერთობა აქვს, ამბობს, რომ მისი მთავრობა მხარს უჭერს შვედეთის გაწევრიანებას ალიანსში. თუმცა პარლამენტს გადაწყვეტილება ჯერ არ დაუმტკიცებია.
ამერიკის საელჩომ ქვეყანაში პარასკევს განაცხადა, რომ სენატორები ბუდაპეშტში “ნატოსა და უნგრეთის წინაშე არსებული სტრატეგიული საკითხების განსახილველად” ჩავლენ.
ელჩმა დევიდ პრესმენმა ამ თვეში თქვა, რომ შვედეთის ნატოში გაწევრიანება ამერიკის ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება, და ასევე მნიშვნელოვანია მთლიანად, ალიანსის უსაფრთხოებისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სარჯველაძე ჩანაცვლებით თერაპიაზე – ყველა ბენეფიციარმა, ვინც მოგვმართა, ნორმალურ პირობებში მიიღო სერვისი – ინციდენტებსაც ჰქონდა ადგილი, რაც მეტყველებს, რომ კერძო სექტორში მიწოდებული სერვისი მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებით ხასიათდებოდა

„ნაციონალური მოძრაობა“ – სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ არასამთავრობო ორგანიზაციების ყველა იმ წევრს, რომლებსაც დღეს ივანიშვილის მარიონეტებმა ახალი რეპრესიების ტალღა დაუანონსეს

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – ანტიკორუფციული ბიურო დღეს „ქართული ოცნების” კორუფციის მთავარ მცველად არის ქცეული – ხელისუფლებიდან ივანიშვილის ბანდის განდევნის შემდეგ გავაუქმებთ ქვეყნისა წინააღმდეგ მიმართულ ყველა საკანონმდებლო ნორმას