ამერიკელი სენატორების წინაშე ზელენსკის გამოსვლა არ შედგა

უკრაინის პრეზიდენტმა მ გააუქმა ამერიკელი სენატორების წინაშე გამოსვლა, რომელიც 5 დეკემბერს, კიევის დროით 22:00 საათზე უნდა დაწყებულიყო. ზელენსკის ამერიკელი სენატორებისთვის ონლაინ უნდა მიემართა იმ ფონზე, როცა შეერთებულ შტატებს, კონგრესში რესპუბლიკელების ნაწილის წინააღმდეგობის გამო, ამ დრომდე არ გადაუწყვეტია უკრაინის შემდგომი სამხედრო დახმარების საკითხი.
სენატმა დღეს, 6 დეკემბერს უნდა იმსჯელოს უკრაინის დახმარების გასაგრძელებლად საჭირო დაფინანსებაზე.
ის, რომ ზელენსკი სენატორთა ჯგუფის დახურულ სხდომაზე აღარ გამოვა, 5 დეკემბერს ჟურნალისტებს აცნობა სენატში დემოკრატების უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა. მისი განცხადებით, ბოლო მომენტში რაღაც მოხდა. მიზეზის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს უკრაინის პრეზიდენტის ოფისს.
ვაშინგტონში იმყოფება უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრიი ერმაკი. მან კონგრესს მოუწოდა, აღარ გადადოს უკრაინის შემდგომი დახმარების საკითხის გადაწყვეტა, რადგან ეს რუსეთთან ომში დამარცხების საფრთხეს ქმნის.
პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს 20 ოქტომბერს სთხოვა 106 მილიარდი დოლარის პაკეტის მიღება, მათ შორის 61 მილიარდზე მეტი რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად და 14 მილიარდზე მეტი ისრაელისთვის, რომელსაც ომი აქვს გამოცხადებული შეერთებული შტატების მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასისთვის“.
კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ, რომლის წევრთა უმრავლესობა რესპუბლიკელია, 2 ნოემბერს დაამტკიცა მხოლოდ ისრაელის დახმარების კანონპროექტი. რესპუბლიკელების მიერ ინიციირებულმა პროექტმა მხარდაჭერა ვერ მოიპოვა კონგრესის ზედა პალატაში, სენატში, სადაც უმრავლესობაში პრეზიდენტ ბაიდენის თანაპარტიელი დემოკრატები არიან.
უკრაინის შემდგომი სამხედრო დახმარების დაფინანსებას კონგრესში აფერხებს რესპუბლიკელების ნაწილი. ისინი სანაცვლოდ მოითხოვენ არალეგალური მიგრაციის პრობლემის მოსაგვარებლად შეერთებული შტატების სამხრეთ საზღვრებთან უსაფრთხოების პოლიტიკის გამკაცრებას. ამ საკითხებზე მიმდინარე მოლაპარაკების პროცესში მხარეებს კომპრომისისთვის ჯერჯერობით არ მიუღწევიათ.
ამ კვირაში, თეთრმა სახლმა კონგრესი გააფრთხილა, რომ შეერთებულ შტატებს უკრაინის დახმარების გასაგრძელებლად თანხა და დრო თითქმის ამოეწურა, დაფინანსების შეჩერება კი გაზრდის ს წარმატების შესაძლებლობას.
პენტაგონის მონაცემებით, ში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას გაუწია 44,2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – უსუფაშვილს უთქვამს, სამაგიეროდ ივანიშვილის მოყვანით, წინა ხელისუფლება მოვიშორეთო – მომხრე ვარ დიდი გაერთიანების, მიუხედავად წარსული ცოდვებისა, მაგრამ გაერთიანებას შლის სწორედ ის ხალხი, ვინც დღემდე ტრაბახობს სააკაშვილის მოშორებით

ბრალდება წარედგინა პირს, რომელმაც ტექნიკურად გაუმართავ სატრანსპორტო საშუალებაზე ტექნიკური ინსპექტირების დადებითად გავლის დოკუმენტი 100 ლარის სანაცვლოდ გასცა, ხოლო კიდევ ერთ პირს ბრალი მოსყიდვაში დახმარებისთვის წაუყენეს