ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსანი – უკრაინის წინააღმდეგ ომში ასობით ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი დაიღუპა და დაშავდა

რუსეთის კურსკის რეგიონში უკრაინის ჯარების წინააღმდეგ ბრძოლაში რამდენიმე ასეული ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი დაიღუპა და დაიჭრა, – ინფორმაციას The Guardian-ი ამერიკელ სამხედრო მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ჩვენი უახლესი შეფასებით, მსხვერპლი, რომელიც კორეის სახალხო დემოკრატიულმა რესპუბლიკამ განიცადა, რამდენიმე ასეულს შეადგენს, ეს მოიცავს ყველას – დაწყებული მსუბუქად დაშავებულებიდან დამთავრებული დაღუპულებით“, – განაცხადა ოფიციალურმა პირმა, რომელმაც ანონიმურობის პირობით ისაუბრა.
მისი თქმით, დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის ყველა რანგის ჯარისკაცია.
ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა განმარტა, რომ ჩრდილოეთ კორეელ ჯარისკაცებს საბრძოლო გამოცდილება არ აქვთ და შესაძლოა, სწორედ ეს განაპირობებს იმ მსხვერპლს, რასაც ისინი უკრაინელების წინააღმდეგ ბრძოლაში განიცდიან.
შეგახსენებთ, მანამდე უკრაინის შეიარაღებული ძალებს მთავარსარდალმა, ალექსანდრე სირსკიმ განაცხადა, რომ კურსკში ინტენსიურ შეტევას ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების მონაწილეობით ახორციელებდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი: საია პოლიტიკური აქტივიზმით დაკავებული ორგანიზაციაა, ეჭვი მეპარება, პოლიტიკური მიზნების გარდა სხვა მიზნები ამოძრავებდეთ, თუმცა ქუჩაში წივილ-კივილს ყოველთვის სჯობს, სასამართლოში წახვიდე და განაჩენს დაელოდო

მიხაილ გალუზინი: მზად ვართ, რუსეთ-საქართველოს კავშირების გასაღრმავებლად – ღირს, საქართველოს ხელისუფლება დაუფიქრდეს, რამდენად დიდი შედეგების მიღწევა იქნებოდა შესაძლებელი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობებით