საინვესტიციო ბიზნესის ალ კაპონემ, „ნიუ-იორკ მეტსის“ ბეისბოლის გუნდის მფლობელმა სტივ კოენმა („ფორბსის“ 2024 წლის უმდიდრესი ადამიანების სიაში, ის 97-ე ადგილზეა 19,8 მილიარდი დოლარის კაპიტალით) CNBC-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მან ინვესტიცია გოლფის სტარტაპ ლიგა TGL-ში 2023 წელს, მათ შორის იმიტომ განახორციელა, რომ ოთხდღიანი სამუშაო კვირა, მისი აზრით, მალე ნორმად იქცევა.
„გოლფში ინვესტიციას, თუნდაც მოგვიანებით, მაინც გავაკეთებდი, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ ოთხდღიანი სამუშაო კვირა ნორმად იქცევა“, -აღნიშნა ბიზნესმენმა.
თუმცა, კოენმა აღნიშნა, რომ თუ ბაზრები ღია დარჩება პარასკევს, ის არ აპირებს თავის მოვაჭრეებს დასვენების უფლებას მისცეს.
კოენის ოჯახურმა ფირმამ, Cohen Private Ventures-მა იყიდა უფლებები თავისი ნიუ-იორკის გუნდისთვის, რომელიც იასპარეზებს ახალ მაღალტექნოლოგიურ გოლფის ლიგაში TGL. Bloomberg იტყობინება, რომ კომპანია აწარმოებს მოლაპარაკებებს ინვესტირებაზე PGA Tour-ში (მამაკაცების მთავარი პროფესიული გოლფის ტურის ორგანიზატორი აშშ-ში). სააგენტო აღნიშნავს, რომ მილიარდერი თავად არის მგზნებარე გოლფის მოთამაშე.