ამერიკელი, კანადელი, იტალიელი და შვედი ჟურნალისტები საქართველოს გასტრო ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იტალიიდან, შვედეთიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან და კანადიდან ჟურნალისტებსა და ბლოგერებს მასპინძლობს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მოგზაურობის, კულინარიისა და ღვინის თემაზე მომუშავე მედიის წარმომადგენლები საქართველოში სხვადასხვა ტურისტული ადგილების მონახულების შემდეგ კახეთში, გურჯაანში, „ღვინის ფესტივალს“ დაესწრნენ.
უცხოური მედიის წარმომადგენლები გაეცნენ ქართული ღვინის ტრადიციებსა და კულტურას, დააგემოვნეს ღვინო და კერძები. ჟურნალისტები და ინფლუენსერები საქართველოს ტურისტული მიმართულების, კულტურის, ღვინის, კულინარიისა და „გურჯაანის ფესტივალის“ შესახებ სტატიებსა და ბლოგებს მოამზადებენ, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ცნობადობის ზრდას და ტურისტული ნაკადების მოზიდვას სხვადასხვა ქვეყნებიდან.
„საქართველოში საოცარი ხალხი და უგემრიელესი სამზარეულოა. ქართული ღვინო კი მსოფლიოს ყველა სხვა ღვინოებისგან გამორჩეულია. მოხარული ვარ ამ ფესტივალზე ყოფნით, ვფიქრობ ყველა ადამიანი უნდა ესტუმროს საქართველოს“,- აცხადებს ალექსა ფერა ღვინის ბლოგერი ამერიკის შეერთებული შტატებიდან.
„ამ ულამაზეს ქვეყანას დიდი ისტორია გააჩნია, საქართველოში პირველად არ ვარ, საოცარი მოგონებები დამიგროვდა შარშან. ღვინის სამყაროში საქართველოს უნდა ვუმადლოდეთ, რადგან ღვინო სწორედ აქ დაიბადა 8000 წლის წინ. ბედნიერი ვარ ამ ფესტივალში მონაწილეობით, დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით აღვივსე“, – აცხადებს ანდრეა დიგროსი სომელიე იტალიიდან.
„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ყოველწლიურად მხარს უჭერს. ახლაც, ჩვენ ჩამოყვანილი გვყავს საერთაშორისო მედია, ევროპიდან ასევე ამერიკიდან. ისინი გააშუქებენ როგორც ევროპულ, ისე ამერიკულ მედიაში, ღვინის შესახებ საქართველოს ისტორიას. ის ,რომ ღვინო საქართველოში დაიბადა და ის ,რომ ასეთი განსაკუთრებული ფესტივალი ყოველწლიურად გურჯაანში ტარდება“, – აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ფარულავა – „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნა არის უმძიმესი ჩვენი ქვეყნისთვის, ჟრიამულის საფუძველი არავის აქვს! – მივმართავ „ოცნების“ ამომრჩეველს: ერთადერთი, ვისაც ჯერ კიდევ შეუძლია ამ არაადეკვატურობის გაჩერება, თქვენ ხართ!

ვოლოდიმირ ზელენსკი: გვაქვს მყარი მტკიცებულებები, რომ როდესაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ პირველი შაჰედის ტიპის კამიკაძე დრონების გამოყენება დაიწყო, მათ თავად ირანელი ოპერატორები უშვებდნენ. ისინი იმყოფებოდნენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რათა ადგილზე გაეწვრთნათ რუსი სამხედროები