ამერიკელი ინვესტორი სტივენ ლინჩი Nord Stream 2-ს შეძენით არის დაინტერესებული

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ამერიკელმა ინვესტორმა სტივენ ლინჩმა, -ს მთავრობას სთხოვს, რომ მას აუქციონში მონაწილეობის ლიცენზია მიანიჭონ. ბიზნესმენს სურს, მიიღოს ვაჭრობაში მონაწილეობა, თუ Nord Stream 2-ს აუქციონზე გაიტანენ.
ინვესტორის თქმით, მილსადენის მფლობელობა სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში შესაძლოა რუსეთზე ზეწოლის ბერკეტი გახდეს და აშშ-ს გრძელვადიან ინტერესებს მოემსახუროს. ,,ეს არის უნიკალური შესაძლებლობა ამერიკისთვის და ევროპისთვის, გააკონტროლონ ევროპის ენერგომომარაგება წიაღისეული საწვავის ეპოქის ბოლომდე“, – თქვა ლინჩმა.
The Wall Street Journal-ის თანახმად, ლინჩმა წერილის საფუძველზე ლიცენზია 2024 წლის თებერვალში მოითხოვა. გაზეთი აღნიშნავს, რომ ნებართვა მას საშუალებას მისცემს, მილსადენის შესაძენად მოლაპარაკება აწარმოოს აშშ-ს სანქციების ქვეშ მყოფ სუბიექტებთან.
ლინჩმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ში კონფლიქტის დასრულების შემდეგ, რუსეთს და მის ყოფილ გაზის მყიდველებს (გერმანიასა და ევროპის სხვა ქვეყნებს) შესაძლოა გაუჩნდეთ სურვილი ხელახლა აამუშაონ მილსადენი. მიუხედავად იმისა, თუ ვის საკუთრებაში იქნება ის.
მილსადენის ორივე ხაზზე (Nord Stream-სა და Nord Stream 2-ზე) აფეთქებები 2022 წლის სექტემბრის ბოლოს მოხდა. შემთხვევა ბალტიის ზღვაში, შვედეთისა და დანიის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონებში მოხდა. მომხდარზე ორივე ქვეყანამ გერმანიასთან ერთად გამოძიება დაიწყო. ინციდენტის შესწავლის პროცესში არ მონაწილეობდა.
პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შარშან შემოდგომაზე განაცხადა, რომ დივერსია იყო ორგანიზებული “ანგლო-საქსების” მიერ და აშკარა იყო, თუ ვინ ისარგებლა ევროპის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განადგურებით.