ამერიკელი ანალიტიკოსი “მკვეთრ ესკალაციას” უწოდებს ქართველი ჩინოვნიკებისთვის დაწესებულ სანქციებს

დევიდ კრამერი, ს საპრეზიდენტო ცენტრის დირექტორი, წარსულში სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ ფინანსური სანქციები, რომელიც -მა საქართველოს ოთხ მოქალაქეს დაუწესა, ვაშინგტონის მიერ მიღებული ზომების მკვეთრი ესკალაციაა.
ამის შესახებ კრამერმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში ისაუბრა.
“ხაზინა საქმეში ერთვება, როდესაც ფინანსური სანქციები წესდება. აქამდე სანქციებში მხოლოდ სახელმწიფო დეპარტამენტი იყო ჩართული და ის ვიზებს ეხებოდა, ახლა კი 4 ინდივიდუალურ პირს ფინანსური სანქციები დაუწესეს, 60-ს კი – სავიზო შეზღუდვები, ეს ამერიკის მთავრობის მიერ მიღებული ზომების მკვეთრი ესკალაციაა…”, – აცხადებს კრამერი და დასძენს, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა “ქართულ ოცნებას” ეკისრება.
“მოდით, ნათლად ვთქვათ, რომ პასუხისმგებლობა ახლანდელ სიტუაციაზე „ქართულ ოცნებას“, მთავრობას და ბიძინა ივანიშვილს ეკისრება. მათ მიჰყავთ საქართველო არასწორი გზით, საუბრობენ გლობალური ომის პარტიაზე, ოპოზიციის აკრძალვაზე, მათ მიიღეს რუსული სტილის კანონი ენჯეობის წინააღმდეგ, ებრძვიან ლგბტქ+ თემს. ასე რომ, ამერიკა უბრალოდ ამას და ამერიკაზე, ამერიკელ სენატორებზე, კონგრესმენებზე, ამერიკის ყოფილ ელჩზე თავდასხმას პასუხობს და ამბობს, რომ საკმარისია!”,- აღნიშნავს კრამერი “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში.
ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების ძირგამომთხრელი საქმიანობისთვის, მათ შორის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის გამო, საქართველოს ოთხი მოქალაქე დაასანქცირა.
დასანქცირებულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი (ხარება), მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, პრორუსული ალტ-ინფოს დამფუძნებლები- ზურა მახარაძე და კონსტანტინე მორგოშია.
ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ დაიბლოკება აღნიშნული პირების ყველა საკუთრება და აქტივები, რომელიც აშშ-ში აქვთ, ან ფლობენ ისეთ სივრცეებში, რომელიც აშშ-ის იურისდიქციის ქვეშ ექცევა. ასევე დაიბლოკება ორგანიზაციები, რომლებშიც სანქცირებულ პირებს 50%-იანი ან მეტი მოცულობის წილი აქვთ. სანქციები ეხება საბანკო გადარიცხვებსაც.
ასევე ვაშინგტონმა სავიზო შეზღუდვები დაუწესა 60-მდე პირს, რომელთა ვინაობა ჯერჯერობით არ გასაჯაროებულა.

ასევე დაგაინტერესებთ