ამერიკელი ალპინისტის ცხედარი პოლიციამ 22 წლის შემდეგ იპოვა

ამერიკელი ალპინისტის, უილიამ შტამფლის ცხედარი პოლიციამ 22 წლის შემდეგ ანდების რეგიონში, ზღვის დონიდან 5 200 მეტრზე, მთა უასკარანზე იპოვა – ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა, The Guardian ავრცელებს.
The Guardian-ის ცნობით, შტამპფლის ცხედარი ყინულმა და ცივმა ტემპერატურამ შეინარჩუნა მის სამთო ფეხსაცმელთან, კრამპონებთან და ტანსაცმელთან ერთად.
პოლიციის თქმით, ცხედრის იდენტიფიცირება მარტივად მოხდა, რადგან გარდაცვლილს თან ჰქონდა პასპორტი და მართვის მოწმობა.
ბრიტანული გამოცემის თქმით, 58 წლის უილიამ შტამპფლი 2002 წელს, მთა უასკარანზე ასვლას ორ მეგობართან, მეთიუ რიჩარდსონთან და სტივ ერსკინთან ერთად ცდილობდა, როცა ზვავი ჩამოწვა და ალპინისტები შიგნით მოიყოლა.
სტივ ერსკინის ცხედარი პოლიციამ სტიქიიდან მალევე იპოვა, თუმცა რიჩარდსონის ცხედარს, დღემდე ვერ პოულობენ.