ამერიკული კომპანია Keurig Dr Pepper-ი, რომელიც აწარმოებს გამაგრილებელ სასმელებს, ჩაის, ყავას და ყავის აპარატებს, შეთანხმდა ჰოლანდიური ყავის მწარმოებელი Jacobs Douwe Egberts Peet’s-ის 15.7 მილიარდ ევროდ შეძენაზე. ამის შესახებ კომპანიების ერთობლივ პრესრელიზში იტყობინება.
Keurig Dr Pepper JDE Peet’s-ის აქციაზე 31.85 ევროს გადაიხდის, რაც საბაზრო ფასის 33%-იან პრემიას წარმოადგენს.
გარიგების დასრულების შემდეგ, Keurig Dr Pepper ორ კომპანიად გაყოფას გეგმავს: ერთი ყავის ბიზნესზე იქნება ორიენტირებული (Keurig, Jacobs, L’OR, Peet’s), ხოლო მეორე გამაგრილებელ სასმელებზე (Dr. Pepper, Canada Dry, 7UP, A&W).
