“ამერიკელები ჭეშმარიტების მხარეს არიან” – ამერიკელი სენატორები ლვოვში

ლვოვის რეგიონში სამუშაო ვიზიტით მყოფი უკრაინის პრეზიდენტი -ის სენატის დემოკრატიული უმრავლესობის ლიდერს ჩაკ შუმერს, ასევე სენატორებს რიჩარდ ბლუმენტალს, ჯეკ რიდს, მაიკლ ბენეტისა და მეგი ჰასანს შეხვდა. ზელენსკიმ აშშ-ს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ომის 2 წლის მანძილზე გაწეული დახმარებისთვის:
„ეს არის სერიოზული გზავნილი აშშ-სგან, ამერიკელი ხალხისგან. ეს იმაზე მეტყველებს, რომ მხარს გვიჭერთ. ამერიკელები ჭეშმარიტების მხარეს არიან და ჩვენ საერთო ღირებულებებს ვიზიარებთ. მადლობას გიხდით, რომ გვეხმარებით დემოკრატიის შენარჩუნებაში არა მხოლოდ ში. დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის ბრძოლა მთელ მსოფლიოში უნდა გაგრძელდეს. ამ ორი წლის განმავლობაში ჩვენ ყოველთვის გვქონდა განცდა, რომ აშშ ჩვენთანაა”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პრიორიტეტად რჩება დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემების, სხვადასხვა ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების შეძენა.

ასევე დაგაინტერესებთ