ევროპამ მალე შეიძლება მდიდარი ამერიკელების ტალღას უმასპინძლოს, რადგან დემოკრატი ამომრჩევლები, საცხოვრებლებს საზღვარგარეთ ეძებენ.
როგორც CNN-ი წერს, აშშ-ის მოქალაქეებში ე.წ. ოქროს ვიზების მიმართ ინტერესი საგრძნობლად გაიზარდა. კონსულტანტები კი მდიდარ ადამიანებს მიგრაციაში ეხმარებიან.
„ოქროს ვიზები“ საშუალებას აძლევს ადამიანებს ეფექტურად შეიძინონ უცხო ქვეყნის მოქალაქეობა ან მუდმივი საცხოვრებელი ადგილი მნიშვნელოვანი ინვესტიციების მეშვეობით, მათ შორის უძრავი ქონების, სახელმწიფო ობლიგაციების ან სტარტაპების მეშვეობით.
Henley & Partners ამტკიცებს, რომ მათ ვებსაიტზე “ოქროს ვიზის“ პირობების გასაგებად დარეგისტრირებულთა რაოდენობა თითქმის 400%-ით გაიზარდა.
თუმცა, დაინტერესებულებიდან ბევრი არ გეგმავს ახალ ქვეყანაში მუდმივად გადასვლას.
„ამერიკელების უმეტესობისთვის მთავარია არჩევანის ქონა… ერთგვარი დაზღვევის სახით,“- განაცხადა Henley & Partners-ის კერძო კლიენტების ხელმძღვანელმა დომინიკ ვოლეკმა.
კიდევ ერთმა საინვესტიციო მიგრაციის საკონსულტაციო კომპანიამ, Arton Capital-მა განაცხადა, რომ ტრამპის გამარჯვების გამოცხადებიდან მეორე დღეს, “ოქროს ვიზის“ საკითხზე კონსულტაციისთვის 100-ზე მეტი მოთხოვნა მიიღო, რაც დღიურ ნორმას ხუთჯერ აღემატება.
ყველაზე მოთხოვნადია პორტუგალიის “ოქროს ბინადრობის“ ნებართვის პროგრამა. ის შედარებით ხელმისაწვდომია და მოითხოვს მინიმუმ 250,000 ევროს (265,000 აშშ დოლარი) ინვესტიციას ხელოვნების ან ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის მხარდასაჭერად.
ამერიკელებში ასევე პოპულარულია საბერძნეთი, ესპანეთი და იტალია.
ვოლეკის თქმით, ულტრა მდიდრები – 50 მილიონი დოლარის ან მეტი ქონების მფლობელები უპირატესობას მალტას ან ავსტრიას ანიჭებენ.
მალტის პროგრამა მოითხოვს 600,000 ევროს (636,000 აშშ დოლარი) გადახდას მთავრობისთვის, ქვეყანაში არსებულ უძრავ ქონებაზე დამატებითი ხარჯებით და 10,000 ევროს (10,600 აშშ დოლარი) შემოწირულებით ადგილობრივი საქველმოქმედო ორგანიზაციებისთვის.
ავსტრია ეკონომიკაში პირდაპირი წვლილს ითხოვს. მაგალითად როგორიცაა ინვესტიცია ადგილობრივ ბიზნესში, რომელიც, როგორც წესი, იწყება დაახლოებით 3,5 მილიონი ევროდან (3,7 მილიონი აშშ დოლარი).
ბიზნესპრესნიუსი