ამერიკა ცდილობს სამხრეთ კავკასიაში ახალი დერეფანი „გაჭრას“ – დარჩება თუ არა საქართველო თამაშგარე

შუა დერეფანში შეიძლება ახალი მარშრუტი შეიქმნას და საქართველოს როლი შესუსტდეს, თუმცა, თვითონ იდეას სკეპტიკურად უყურებენ ქართველი სპეციალისტები, რომელთა შეფასებითაც, დამატებითი დერეფნის ჩამოყალიბებას წინ ბევრი დაბრკოლება ახლავს, რაც მის განხორციელებას ხელს უშლის.
საუბარია საქართველოს ალტერნატიული დერეფნის ჩამოყალიბებაზე, რომელიც გავა სომხეთი-აზერბაიჯანის გავლით, რაზეც დიდი ხანია საუბარი მიმდინარეობს, თუმცა პერსპექტივა ნაკლებად იკვეთება.
-ის პრეზიდენტი, ყაზახეთის, ს, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის პრეზიდენტებს ჯერ კიდევ 2023 წლის სექტემბერში შეხვდა. ლიდერებმა ეკონომიკური და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან ტრანზიტის საკითხები განიხილეს და ახალი დერეფნის შესახებ პირველი ინფორმაციაც მას შემდეგ გაჩნდა.
როგორც ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯეიმს ო ბრაიენმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე განაცხადა, მიწოდების ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი არხი სომხეთისა და აზერბაიჯანის ტერიტორიებზე გამავალი მარშრუტი იქნება.
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელმძღვანელის თანაშემწის მოადგილე ანჯალი კაურმაც განაცხადა, რომ შეერთებული შტატები 2025 წელს შესაძლოა, ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის სა და ჩინეთის „სანდო ალტერნატივა“ გახდეს.
სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის დირექტორის პაატა ცაგარეიშვილის შეფასებით, ამ ეტაპზე შუა დერეფანთან დაკავშირებით რისკები, ფაქტობრივად, არ არსებობს.
,,ჩემი აზრით, დღევანდელ მოცემულობაში გეგმა, რომ ახალი დერეფანი ჩამოყალიბდეს, განუხორციელებელია. ყოველ შემთხვევაში, შორეული პერსპექტივაა, თუმცა, ჩვენი მთავრობა მაინც მუდამ ფხიზლად უნდა იყოს, რომ მართლა თამაშგარე მდგომარეობაში არ აღმოვჩნდეთ. კარგი იქნება წინმსწრები ნაბიჯების გადადგმაც”, – განუცხადა “კომერსანტს” ცაგარეიშვილმა და დაამატა, რომ ლოგისტიკაში და სატრანზიტო მიმართულებიტ სახელმწიფომ თავისი როლი უნდა გააძლიეროს. ნებისმიერი ტვირთის მოძიება უნდა იყოს არა მხოლოდ ბიზნესის, არამედ სახელმწიფოს ფუნქცია. ცაგარეიშვილი იხსნებს, რომ 25-30 წლის წინ, როცა ამ დერეფანს ეყრებოდა საფუძველი, ჯერ კიდევ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში, არავინ ფიქრობდა კომერციულ მომგებიანობაზე. ფაქტობრივად ნულიდან დაიწყეს, დღეს უკვე კომერციული მომგებიანობის საკითხია დღის წესრიგში.
ლოგისტიკის ექსპერტი ჩინეთის ფაქტორსაც უსვამს ხაზს და მის როლსაც აფასებს. ცაგარეიშვილი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ჩინეთი თავისებური მოთამაშე აღმოჩნდა, რადგან მისგან წამოსული ტვირთების დიდი ნაწილი კვლავ რუსეთის მიმართულებით გადაიზიდება, თუმცა სიტყვით სხვას ამბობს.
ლოგისტიკის კიდევ ერთი ექსპერტი, ,,პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბის” დამფუძნებელი დათო გოჩავა, ფირობს, რომ მთავარია, გეოპოლიტიკური შანსი საქართველომ სწორად გამოიყენოს.
“აშშ ყველაფერს აკეთებს, რომ სომხეთის ტერიტორია გამოიყენონ, მათი სარკინიგზო ქსელი თურქეთის სარკინიგზო ქსელს დაუკავშირონ და შავი ზღვის პორტებს გვერდი აუარონ, მათ შორის, საქართველოსაც ვაშინგტონის განცხადება უფრო თითის დაქნევას ჰგავს საქართველოსთვის, პროექტი რეალურად ძალიან ძნელად განხორციელებელია. სარკინიგზო გზა საბჭოთა კავშირის დროს იყო, მაგრამ ყარაბაღის ომის გამო მოიშალა, მისი აღდგენა აშშ-თვის დიდ ძალისხმევას არ წარმოადგენს, მაგრამ სომხეთისა და აზერბაიჯანის თანამშრომლობა როგორ გამოუვათ, გაუგებარია და ბუნდოვანი,”- ეუბნება დავით გოჩავა “კომერსანტს”.
შუა დერეფნის ფუნქციობაში კი, გოჩავას მტკიცებით, საქართველოს როლი ამ ეტაპზე საკმაოდ დიდია, თუმცა ეს როლი ხშირად გაზვიადებულადაც ფასდება, რადგან რეალურად ის რეგიონული დერეფანი უფროა, რომელიც ეკონომიკურ დერეფნად უნდა გარდავქმნათ. გოჩავას ეს ასე წარმოუდგენია: შუა დერეფნის გასწვრივ განლაგებულ ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას პლუს ბევრად მეტი ტვირთის მიღება-მომსახურება, ვიდრე ტრანსკონტინენტურ გადაზიდვებია.