ამერიკა მარტინ ლუთერ კინგ უმცროსის დღეს აღნიშნავს

ამერიკ დღეს მარტინ ლუთერ კინგ უმცროსის დღეს აღნიშნავს. ქვეყანაში, ადამიანის უფლებათა დამცველის მოსაგონრად, საზეიმო ღონისძიებები, მათ შორის მსვლელობები და საქველმოქმედო ინიციატივებია დაგეგმილი.
ამ დღის აღსანიშნად, ამერიკის პრეზიდენტი, ფილადელფიაში ჩავა, სადაც შიმშილთან მებრძოლ ერთ-ერთი ორგანიზაციის საქველმოქმედო ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას.
ვიცე-პრეზიდენტი კი, სამხრეთ კაროლინის შტატში ჩავა, სადაც ის მოსახლეობას თეთრი სახლის გზავნილს გადასცემს. ჰარისის გამოსვლის მთავარი მიზანი იქნება, რომ გაამხნეოს მოსახლეობა და წაახალისოს მათი ბრძოლა, სამართლიანობისა და ფუნდამენტური უფლებებისთვის.
ამერიკელები, მარტინ ლუთერ კინგს ყოველი წლის იანვრის მესამე ორშაბათს იხსენებენ. ის ამერიკაში სეგრეგაციის წინააღმდეგ ბრძოლის, შავკანიანთა უფლებების, ხმის უფლებისა და თანასწორობისთვის ბრძოლის სიმბოლოა.
ქვეყნის დედაქალაქ ვაშინგტონის ცენტრში, მარტინ ლუთერ კინგის მემორიალური ძეგლი დგას. დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობის, ლინკოლნის მემორიალის წინ კი, მისი ცნობილი სიტყვები – “მე მაქვს ოცნებაა” ამოტვირფრული. ცნობილი მშვიდობიანი პროტესტის დროს, კინგმა ეს სიტყვები სწორედ ლინკოლნის მემორიალის წინ წარმოთქვა.

ასევე დაგაინტერესებთ

რეზა ფეჰლევი: დახმარების მიღების მიუხედავად, საბოლოო გამარჯვებას მაინც ჩვენივე ხელით მოვიპოვებთ. სწორედ ჩვენ, ირანელი ხალხი, საქმეს ბოლომდე მივიყვანთ ამ საბოლოო ბრძოლაში. ქუჩებში გამოსვლის დრო ახლოვდება

პროკურატურა – დედა 11 წლის შვილს, ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდა, უწესებდა შესაგროვებელი თანხის ოდენობას და შეგროვებამდე, როგორც ზაფხულის სიცხეში, ისე ზამთრის ცივ და წვიმიან ამინდში, სახლში დაბრუნების უფლებას არ აძლევდა