“ამერიკა დაბრუნდა” – ტრამპი კონგრესის წინაშე სიტყვით გამოვიდა

“ძვირფასო თანამოქალაქეებო, ამერიკა დაბრუნდა” – მიმართა კონგრესსა და ამერიკელ ხალხს -ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სიტყვით გამოსვლის დასაწყისში.
გამოსვლის პირველი ნაწილი ტრამპმა მისი ინაუგურაციის შემდეგ გადადგმულ ნაბიჯებზე საუბარსა და ს ადმინისტრაციის კრიტიკას დაუთმო.
ტრამპის მტკიცებით, მისმა ადმინისტრაციამ 43 დღეში იმაზე მეტის გაკეთება შეძლო, ვიდრე სხვა ადმინისტრაციების უმეტესობამ 4-8 წელში.
აშშ-ს პრეზიდენტის სიტყვის მონაკვეთებს უკმაყოფილო შეძახილებით ხვდებოდნენ დემოკრატი კონგრესმენები. დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა ალ გრინმა დაიყვირა, რომ ტრამპს არ აქვს მანდატი, შეამციროს სამედიცინო დახმარება. მის სიტყვებს რამდენიმე რესპუბლიკელ კონგრესმენთან შელაპარაკება მოჰყვა. გრინმა დაჯდომაზე უარი თქვა, მას შემდეგ, რაც მას ამისკენ მოუწოდეს. დემოკრატ კონგრესმენს დარბაზი დაატოვებინეს.
დემოკრატი კონგრესმენების ნაწილს უჭირავს ფურცელი, რომელზეც წერია “False” – სიცრუეა. ზოგიერთმა მათგანმა კი დარბაზი დატოვა. რამდენიმე დემოკრატ კონგრესმენს ეცვა მაისური წარწერით – “Resist” – გაუწიე წინააღმდეგობა.
დემოკრატების უკმაყოფილებასთან დაკავშირებით ტრამპმა წუხილი გამოთქვა.
“ეს ხალხი, რომლებიც პირდაპირ აქ სხედან, არ დაუკრავენ ტაშს, არ წამოდგებიან და არ გაიხარებენ ამ ასტრონომიული მიღწევებისთვის, რაც არ უნდა იყოს. ხუთჯერ, ხუთჯერ ვიდექი აქ. ძალიან საწყენია და ასე არ უნდა იყოს.” – მიმართა დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებს აშშ-ს პრეზიდენტმა.
Tabula.ge