ამერიკაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

ამერიკაში ქართველი ემიგრანტი, გიორგი ჩალაძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ემიგრანტების არხის დამფუძნებელი, შოთო სიხარულიძე ავრცელებს.
„სამწუხაროდ, კიდევ ერთი ქართველი გამოგვაკლდა. ყველასთვის უძვირფასესი, სიკეთის მატარებელი, ყველას გვერდში მდგომი ახალგაზრდა გიორგი ჩალაძე.
ეს არის ტკივილი, რომელსაც არც სახელი აქვს, არც საწყისი და არც დასასრული, ტკივილი, რომელიც მიწიდან იწყება და ზეცას უერთდება. ვზივარ თავზარდაცემული, გაყინული, იმ ტკივილს განვიცდი, რომელმაც წაართვა ამ ქვეყნად ყველაზე ლამაზი და ბედნიერი შვილი დედას და მამას. სად მიდიან ეს სიცოცხლით გაუმაძღარი ახალგაზრდები…”, – წერს შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

„სისხლის სამართლის კოდექსს“ ახალი მუხლი ემატება სახელწოდებით: „ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“ – აღნიშნული ქმედება გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას 600 საათამდე ან პატიმრობას 3 წლამდე ვადით

ვახტანგ ძაბირაძე: ის, რაც ქალბატონმა მაკა ბოჭორიშვილმა ილაპარაკა, ეს არა თუ ხელისუფლების წარმომადგენელმა, არამედ ნებისმიერმა ქართველმა სადმე შეიძლება თქვას. მხედველობაში მაქვს ის, რომ საქართველოს კარგი გეოგრაფია აქვს და ასე შემდეგ