ამერიკაში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა გაიზარდა

ამერიკაში 2022 წელს დაბადებული ბავშვების სიცოცხლის ხანგრძლივობა, წინა წელს დაბადებულ ბავშვებთან შედარებით, დაახლოებით ერთი წლით გაიზარდა. კოვიდ-19-ის პანდემიის გამო, ზედიზედ ორი წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი მუდმივად იკლებდა.
სიცოცხლის მაჩვენებელი 2022 წელს დაბადებული ადამიანებისთის 76,4 წლიდან 77,5 წლამდე გაიზრდა. თუმცა ეს კვლავ ჩამორჩება 2019 წლის მონაცემს, როდესაც ახალშობილთა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 78,8 წელი იყო. ინფორმაციას ამის შესახებ “ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი” ავრცელებს.
“გარკვეული დრო დასჭირდება 2019 წლის – პანდემიამდე მონაცემების დაბრუნებას”,- ამბობს ელიზაბეტ არიასი, “ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის” მკვლევარი.
2021 წელს ყველაზე მეტად, სიცოცხლის ხანგრძლივობა ამერიკელ ინდიელებში და ალასკის მკვიდრ მოსახლეობაში გაიზარდა. მათი სიცოცხლის ხანგრძლივობის მაჩვენებელმა 2 წლით – 65,6 წლიდან 67,9 წლამდე მოიმატა. ესპანური წარმოშობის მოსახლეობაში იგივე მაჩვენებელი 77,8 წლიდან 80 წლამდე გაიზარდა.
შავკანიანი მოსახლეობის შემთხვევაში, სიცოცხლის ხანგრძლივობა 1,6 წლით გაიზარდა და 71,2 წლის ნაცვლად – 72,8 წელი შეადგინა. რაც შეეხება აზიური წარმომავლობის მოსახლეობას – მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა 1 წლით გაიზარდა.
კვლევის მიხედვით, ყველა იმ ჯგუფში, სადაც კოვიდის გამო სიკვდილიანობის მაჩვენებელი მაღალი იყო, ახლა სიცოცხლის ხანრგძლივობის ზრდის 80%-იანი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი – ძველი თბილისური გამოთქმაა: „სამი კაციც ბანდააო“ და ესეც დასჯადი ხდება – ამბობენ, „50 აკაცუკი არავის აინტერესებს“, „რაც უნდათ ის ქნანო“ და პარალელურად, ტროტუარზე დგომასაც უზღუდავენ – ისტერიული, პანიკური შიში აქვთ, სხვა ახსნა არ აქვს

შალვა პაპუაშვილი – პრობლემა დღეს ნატო-შია – რას ნიშნავს გაღებული კარი? თუ უსაშველოდ უნდა ვიდგეთ, რისკია, რომ ორპირ ქარში ადამიანი გაცივდეს – უკრაინის მაგალითზე, ეს ჰგავს მომენტს, როდესაც სატყუარაა ჩამოკიდებული, რომელსაც ვერასდროს უნდა მისწვდეს

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული ზურაბ ჭავჭანიძე – მიმდინარეობს მიზანმიმართული გენოციდი, საქართველოს გაქრობა, გადაშენება, ან გადაჯიშება – ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს: „მე თუ კარგად ვარ, ცხოვრება აწყობილიაო“, მაგრამ ხიფათი ყველას გვემუქრება