ამერიკაში საშობაო გაყიდვები წელს, შარშანდელთან შედარებით, მცირედით გაიზარდა

შეერთებულ შტატებში საცალო გაყიდვები 1 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე 3,1 პროცენტით გაიზარდა. – ამის შესახებ ინფორმაციას „მასტერქარდი“ დეკემბრის თვის ანგარიშში აქვეყნებს. მათივე ცნობით მცირე ზრდის ერთ-ერთი გამომწვევი ფაქტორი, ბოლო წუთს გამოცხადებული საშობაო ფასდაკლებები და დიდი აქციები იყო.
პოზიტიური მაჩვენებლის მიუხედავად, ეს მაჩვენებელი „მასტერქარდის“ მიერ სექტემბერში გაკეთებული 3,74%-იან პროგნოზს ჩამოუვარდება და წელს დაბალია. წლევანდელი მონაცემები, ასევე ჩამოუვარდება გასული წლის 7,6%-იან ზრდასაც, რის მიზეზადაც ეკონომისტები მაღალ საპროცენტო განაკვეთებს და ინფლაციის გამო შემცირებულ სამომხმარებლო ხარჯებს ასახელებენ.
ამერიკულმა გიგანტებმა amazon.com-მა და walmart- მა ნოემბერში მომხმარებელს დიდი ფასდაკლებები შესთავაზეს, თუმცა ანალიტიკოსების შეფასებით ფასდაკლებები არ იყო ისეთივე დიდი, როგორც ეს წინა წიელს მოხდა, მაშინ როდესაც საცალო ვაჭრობის სექტორი პანდემიის კრიზისიდან გამოსვლას ცდილობდა.
შარშანდელთან შედარებით, წელს ონლაინ ვაჭრობაშიც ასევე ნელი ტემპი დაფიქსირდა. შარშან საახალწლო სეზონზე, როცა პანდემიის შედეგად ინტერნეტ ვაჭრობამ პიკს მიაღწია, ონლაინ ვაჭრობას 10,6 პროცენტიანი ზრდა ჰქონდა. წელს ეს მონაცემი 6,3 პროცენტი იყო.
ამ ფასდაკლებების ნაწილი დეკემბრიდან გაუქმდა, მაშინ როდესაც მომხმარებლები წინასაახალწლოდ ბოლო წუთს საყოფაცხოვრებო ნივთებს და საჩუქრებს ყიდულობდნენ.
CRFA Research-ის ანალიტიკოსი არუნ სუნდარამი,, ამბობს, რომ ბევრი მყიდველი ელოდა შავ პარასკევს და კიბერ ორშაბათს.
”მომხმარებლები კვლავ ხარჯავენ, მაგრამ ისინი მაინც აცნობიერებენ ფასებს და სურთ , რომ დაზოგონ ბიუჯეტი”, – თქვა სუნდარამმა. მისი თქმით, კიბერ ორშაბათსა და სუპერ შაბათს შორის კვირები იყო „რბილი პერიოდი“ ხარჯვისთვის, მაგრამ მყიდველებმა შობის წინა შაბათ-კვირა გამოიყენეს „დიდი გარიგებების“ მოსაძებნად.