ამერიკაში მოქმედი რომელიმე პირობითი „ამერიკის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ უცხოეთიდან დაფინანსებული რომ ყოფილიყო ალბათ იტყოდა, რომ არჩევნები არ შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტებს და შედეგები გასაუქმებელია

ამერიკაში მოქმედი რომელიმე პირობითი „ამერიკის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ უცხოეთიდან დაფინანსებული რომ ყოფილიყო ალბათ იტყოდა, რომ არ შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტებს და შედეგები გასაუქმებელია
ექსპერტი დავით ჩიხელიძე ამერიკაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და ხმის მიცემის პროცედურის ამსახველ ვიდეო მასალას ავრცელებს.
ექსპერტის თქმით, „ამერიკის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ უცხოეთიდან დაფინანსებული რომ ყოფილიყო, იტყოდა, რომ არჩევნები არ შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტებს, რადგან: საარჩევნო უბნის შესასვლელში წარმოებდა პარტიული აგიტაცია, ამომრჩევლებს, წინასწარ მონიშნული ბიულეტენის ასლით, აძლევდნენ მითითებას, თუ ვისთვის უნდა მიეცა ხმა, ამომრჩევლებს არ თხოვდნენ პირადობის მოწმობას, არ ხდებოდა მარკირება, საარჩევნო ყუთში ბიულეტენის განთავსებისას, ჩანდა, ვის მისცა ამომრჩეველმა ხმა.
„რას იტყოდა ამერიკაში მოქმედი რომელიმე პირობითი „ამერიკის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, ის რომ უცხოეთიდან დაფინანსებული ყოფილიყო?
ალბათ, იტყოდა, რომ არჩევნები არ შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტებს და შედეგები გასაუქმებელია, იმიტომ რომ:
– საარჩევნო უბნის შესასვლელში წარმოებდა პარტიული აგიტაცია,
– ამომრჩევლებს, წინასწარ მონიშნული ბიულეტენის ასლით, აძლევდნენ მითითებას, თუ ვისთვის უნდა მიეცა ხმა,
– ამომრჩევლებს არ თხოვდნენ პირადობის მოწმობას,
– არ ხდებოდა მარკირება,
– საარჩევნო ყუთში ბიულეტენის განთავსებისას, ჩანდა, ვის მისცა ამომრჩეველმა ხმა.
მგონი, ასეთ დროს უნდა დავფიქრდეთ, ჩვენს შემთხვევაში რასთან გვაქვს საქმე: უცხოური დაფინანსების გამო ადეკვატურობის დაკარგვასთან, თუ დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრასთან?“-წერს დავით ჩიხელიძე.