ამერიკაში, ლუიზიანას შტატის საჯარო სკოლებსა და უნივერსიტეტებში ათი მცნების განთავსება სავალდებულო გახდა

ამერიკაში, ლუიზიანას შტატის საჯარო სკოლებსა და უნივერსიტეტებში ათი მცნების განთავსება სავალდებულო გახდა
ლუიზიანა -ის პირველი შტატი გახდა, სადაც საჯარო სკოლების კლასებსა და უნივერსიტეტების აუდიტორიებში ათი მცნების განთავსება სავალდებულო გახდა.
რესპუბლიკური პარტიის წევრების მიერ მხარდაჭერილ ამ ზომას ხელი მოაწერა გუბერნატორმა ჯეფ ლანდრიმ.
„ბიბისის“ ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ კანონს სამოქალაქო უფლებებზე მომუშავე ჯგუფები გააპროტესტებენ, რომლებიც აცხადებენ, რომ ეკლესიისა და სახელმწიფოს გამიჯვნა ქვეყნის კონსტიტუციის პირველი შესწორებით არის გათვალისწინებული, ხოლო აღნიშნული ზომა ამ პრინციპს ეწინააღმდეგება.
ხელმოწერილი კანონის მიხედვით, სასწავლო დაწესებულებებში გამოსაკრავი ფურცელი უნდა შეიცავდეს „დიდი, ადვილად წასაკითხი შრიფტით“ დაწერილ წმინდა ტექსტს.
1980 წელს -ს უზენაესმა სასამართლომ მსგავსი კანონი გააუქმა, რომელიც საჯარო სკოლებს საკლასო ოთახებში ათი მცნების გაკვრას ავალდებულებდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ელჩის საქმე არ არის ჩაერიოს დამოუკიდებელი სასამართლოს საქმიანობაში. თუ აქამდე ცდილობდნენ რამენაირად შეეფუთათ დამოკიდებულება და თავიანთი გავლენების გაზრდის მცდელობები, ახლა ესეც აღარ ხდება

საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე თავდასხმები ახლა არ დაწყებულა. მისი მიზანია, ქვეყანაში არ არსებობდეს ინსტიტუცია, რომელსაც მხარს დაუჭერს ხალხი, რომელსაც მოუსმენს და დაეყრდნობა – არჩილ გორდულაძე