ამერიკაში ლაშა ღლონტის კონცერტი ჩაიშალა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში აშშ-ში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ნათათო გიორგაძე წერს და ვიდეოს აქვეყნებს.
ქართველი ემიგრანტის თქმით, მათი პროტესტის შემდეგ, ხალხი არ მივიდა, თუმცა რესტორანმა “ვიწრო წრეში მაინც ამღერა“.
Lasha Glonti აღმოვაჩინე სიაში, სადაც სახელმწიფო აფინანსებს, საახალწლო კონცერტს! არა რა ქოცი, როგორ გეკადრებათ.
რატომ ვწერ ახლა?! ამერიკაში ლაშა ღლონტის საღამო ჩაიშალა, ჩვენი პროტესტის შემდეგ, ხალხი არ მივიდა, მაგრამ რესტორანი Assaia Restaurant Club and Lounge • ასაია მაინც ამღერა, მხოლოდ ვიწრო წრეში! ხედავთ კადრში ხალხის რაოდენობას, არადა ანშლაგი უნდა ყოფილიყო, მაგრამ არ შედგა ეს საღამო, შესაბამისად რესტორანს რეკლამის წაშლაც მოუწია და ჯგუფებიდან პოსტების აღებაც!
ისევ რჩევას მოგცემთ და გაითვალისწინეთ – ქოცები ემიგრაციაში ვერ იტაშფანდურებთ!,- წერს გიორგაძე.




