ამერიკაში ავტომობილების გაყიდვები აპრილში მნიშვნელოვნად გაიზარდა – რა გახდა მიზეზი

აპრილში -ში გაყიდვების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ბევრ მსხვილ ავტო მწარმოებელში, რადგან მომხმარებლები ახალი მანქანების შეძენას ჩქარობდნენ იმპორტის ტარიფების დაწესების შედეგად ფასების პოტენციური ზრდის გამო – ინფორმაციას CNBC ავრცელებს.
ამგვარად, ამერიკულმა Ford Motor-მა გასული წლის აპრილთან შედარებით გაყიდვები 16%-ით გაზარდა, იაპონურმა Toyota-მ – 10%-ით, სამხრეთ კორეულმა Hyundai-მ – 19%-ით, ხოლო მისმა შვილობილმა Kia-მ, რომელიც აშშ-ში ცალკე ოპერირებს, – 14%-ით.
General Motors–ი მიწოდების მონაცემებს კვარტალურად აქვეყნებს, თუმცა გასულ კვირას კომპანიამ დაადასტურა, რომ გასული თვის მიწოდება 20%-ით გაიზარდა.
ვრცლად interfax–ზე