ამერიკას შევახსენე თავისი ისტორიული პასუხისმგებლობა – აიმაღლოს ხმა ისრაელის შესაჩერებლად – ერდოღანი ბაიდენთან შეხვედრაზე

“[-ის პრეზიდენტ ჯო] ბაიდენთან შეხვედრის დროს, აშშ-ს შევახსენე თავისი ისტორიული პასუხისმგებლობა – როგორ შეიძლება მსოფლიომ აიმაღლოს ხმა ისრაელის შეჩერების აუცილებლობის საკითხზე. ყველა, ვინც მონაწილეობს ამ გენოციდში, და არა მხოლოდ ნეთანიაჰუ, პასუხს აგებს ომის დანაშაულებისთვის”, – განუცხადა ჟურნალისტებს თურქეთის პრეზიდენტმა, უნგრეთიდან დაბრუნებისას.
ერდოღანი ხაზს უსვამს, რომ აშშ-ის პასუხისმგებლობაა, დაარწმუნოს ისრაელი, შეწყვიტოს “სისასტიკე” და შეაჩეროს “ხოცვა-ჟლეტა ღაზაში”.
“კვირების განმავლობაში, კაცობრიობა ამბობს: “კმარა”. შეერთებულმა შტატებმა ამ მოწოდების უგულებელყოფა უნდა შეწყვიტოს. ისრაელი მხოლოდ პალესტინელებსა და ღაზას არ ურტყამს – ის ურტყამს კაცობრიობას. ისტორია განსჯის და დაგმობს მათ, ვინც ახლა დუმს”, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი შეეცადა ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობის დაკნინებას, მაშინ როდესაც მისი პოლიტიკური გუნდის ლიდერი მამუკა ხაზარაძე ანაკლიის პორტით ჩინეთის დაინტერესებას მნიშვნელოვან წარმატებად აფასებდა და ჩინურ ინვესტიციებს მიესალმებოდა