ამერიკამ უკრაინას აქამდე გამოყოფილი სამხედრო დახმარების ბოლო ნაწილი გაუგზავნა

ოთხშაბათს ბაიდენის ადმინისტრაციამ, საპრეზიდენტო ფონდიდან, უკრაინისთვის გამოყოფილი, იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის დახმარების ბოლო ტრანშის შესახებ განაცხადა. დამატებითი დახმარების მომავალი ახლა ამერიკის კონგრესის ხელშია.
დახმარების ბოლო პაკეტში, 250 მილიონის ოდენობით, შედის საჰაერო თავდაცვის საბრძოლო მასალები, დამატებითი საბრძოლო მასალა მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებისთვის (HIMARS), 155 მმ და 105 მმ საარტილერიო საბრძოლო მასალა და ჯავშანტექნიკა, განაცხადა სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.
”ჩვენი დახმარება გადამწყვეტია უკრაინელი პარტნიორებისთვის მაშინ, როცა ისინი თავიანთ ქვეყანას და თავისუფლებას იცავენ ს აგრესიისგან,” – თქვა ბლინკენმა და დასძინა, რომ იარაღი და აღჭურვილობა ს ადრე გამოყოფილი დახმარების ფარგლებში მიეწოდა.
ბლინკენმა მოუწოდა კონგრესს, სწრაფად იმოქმედოს უკრაინის ახალი დახმარების საკითხის გადასაჭრელად.
უკრაინის პრეზიდენტი ამ თვის დასაწყისში ვაშინგტონში იმყოფებოდა, ამერიკელ კანონმდებლებთან უკრაინის საჭიროებებზე სასაუბროდ. ბაიდენის ადმინისტრაცია კონგრესისგან უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარებას ითხოვს, სა და ტაივანისთვის დამატებით სამხედრო დახმარებასთან ერთად, მაგრამ კანონმდებლობას რესპუბლიკელი კანონმდებლების ნაწილი აფერხებს, რომლებიც სანაცვლოდ ამერიკის საზღვრის კონტროლის გამკაცრებას მოითხოვენ.
სენატის ლიდერებმა ზელენსკის ვიზიტის შემდეგ განაცხადეს, რომ მოლაპარაკებებში „პროგრესს აღწევდნენ”, მაგრამ “პრობლემური საკითხები რჩება”.
ოთხშაბათს ღამით, უკრაინის სამხედროებმა განაცხადეს, რომ რუსეთი უკრაინას 46 დრონით დაესხა თავს. უკრაინის თავდაცვამ გაანადგურა 32 უპილოტო თვითმფრინავი, ხოლო დანარჩენმა ფრონტის ხაზს დაარტყა, ძირითადად ხერსონის რეგიონში.
იქამდე, უკრაინის სამხედრო თვითმფრინავებმა, ს მახლობლად შავ ზღვაში რუსული გემი ააფეთქეს.
ოდესის რაიონში დაბომბვის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა იჰორ კლიმენკომ განაცხადა, რომ ხერსონის რეგიონის დაბომბვა მოხდა მაშინ, როდესაც დაახლოებით 140 მშვიდობიანი მოქალაქე რეგიონის დედაქალაქ ხერსონში სადგურზე მატარებელს ელოდა. დაბომბვის შედეგად დაიღუპა ერთი პოლიციელი და დაშავდა კიდევ ორი ოფიცერი, ასევე ორი მშვიდობიანი მოქალაქე.
ხერსონის რეგიონზე მიტანილმა იერიშმა ასევე დააზიანა ელექტრო-ინფრასტრუქტურა, რის გამოც ოჯახების დაახლოებით 70% ელექტროენერგიის გარეშე დარჩა საკუთრივ ქალაქ ხერსონში, განაცხადა რეგიონის გუბერნატორმა ოლექსანდრ პროკუდინმა. მისი თქმით, უცნობია, როდის აღდგება ელექტროენერგიის მიწოდება.
სტატია ეყრდნობა ახალი ამბების სააგენტოების, Associated Press-ის, Agence France-Presse-ის და Reuters-ის, ცნობებს.

ასევე დაგაინტერესებთ