ამერიკამ საქართველოს ეროვნული ინტერესების გატარება არ აპატია – დავით ჩიხელიძე

აშშ-ის მიერ გამოცხადებული სანქციების პაკეტი არა კონკრეტული ადამიანის, არამედ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა, თუ ჩვენი პრეზიდენტი ვეტოობანას თამაშობს,აშშ სანქციობანას თამაშობს, – ამის შესახებ ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, ამერიკამ საქართველოს არ აპატია ეროვნული ინტერესების გატარება, თუმცა, სავიზო შეზღუდვები მათთვის სასურველ შედეგს ვერ მოიტანს, რადგან საქართველოს მომავალი მისი მოსახლეობის მიერ იქმნება და არა უცხოელი მაღალჩინოსნების მიერ.
“აშშ-ის მიერ გამოცხადებული სანქციების პაკეტი არა კონკრეტული ადამიანის, არამედ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა, თუ ჩვენი პრეზიდენტი ვეტოობანას თამაშობს,აშშ სანქციობანას თამაშობს, არასერიოზულია სტრატეგიული პარტნიორის მიმართ აშშ-ს დამოკიდებულება, ვიზების ნაცვლად სანქციები? ეს ხომ მტრობაა და არა მეგობრობა!
ამერიკამ საქართველოს ეროვნული ინტერესების გატარება არ აპატია, მათ (აშშ) კარგად უნდა გაითავისონ, რომ სანქციები ორი ქვეყნის ურთიერთობას კიდევ უფრო დააზარალებს და სასურველ შედეგს ვერ მოიტანს!
რამდენიმე დღის წინ პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გადატვირთვის საჭიროებაზე ისაუბრა, ურთიერთობის გადატვირთვის აუცილებლობა აშშ-ს უგუნურმა და არამეგობრულმა პოლიტიკამ გამოიწვია, მათ კი შემხვედრი ნაბიჯის ნაცვლად მორიგი შეცდომა დაუშვეს. 2020 წელს აშშ-ს მიერ ჰააგის პროკურორის დასანქცირების შემდეგ მათი ეს ნაბიჯი გასაკვირი არ არის.
სანქციები მათთვის სასურველ შედეგს ვერ დადებს, რადგან საქართველოს მომავალი საქართველოში, ქართველი ხალხის მიერ იჭედება და არა აშშ-ს მაღალჩინოსნის კაბინეტში, როგორც ეს ნაცების დროს ხდებოდა.” – წერს დავით ჩიხელიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

გია აბაშიძე: ორი თვე შეუფერხებელი კამპანია-მობილიზაცია, შიშებზე აგებული პროპაგანდა და დეზინფორმაცია ე.წ. „არაბიზაციაზე“ – ფინალი კი, როგორც მოსალოდნელი იყო, ორგანიზატორთა ჩაფლავებით დასრულდა

ბაჩო ოდიშარია: ისეთივე კოორდინირებული შეტევა, როგორიც ახლა მიმდინარეობს გიორგი გველესიანზე ნაცლიბერალური ბაბლის მხრიდან, ზუსტად ასეთივე ისტერიული თავდასხმები ხორციელდებოდა ნაკრების ფეხბურთელებზე აქციების დროს, რათა მათ ამ ბაბლისთვის მისაღები პოზიცია დაეფიქსირებინათ

რეზო ბლიაძე გიორგი გველესიანის მიმართ ბულინგზე: მარტო ფეხბურთელები? მუსიკოსები არ წნეხეს? ზოგი ცოლმა წნეხა და ზოგიც ცოლის დაქალებმა – ხმა ამოვიღე, მათთვის არასასურველი რამ ვთქვი და გადამიარეს, დიახ, ვერ გაუძლეს ბიჭებმა, მოდას ვერ ჩამორჩნენ! თან ,,ალა ლუსულ კანონებს” იძახეს და თან მილიონებიც აიღეს

ნიკოლოზ მეტრეველი: გიორგი გველესიანის წინააღმდეგ დაწყებული ორგანიზებული ბულინგი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, თუ რამდენად უჭირს ე.წ. „ლიბერალურ სექტას“ განსხვავებული აზრის მოსმენა და მიღება