ამერიკამ იერიში მიიტანა ირანის მიერ მხარდაჭერილ ჰუთ ამბოხებულებზე იემენში

4 ოქტომბერს, ამერიკამ იერიში მიიტანა იემენში მდებარე ჰუთების რამდენიმე სამხედრო ობიექტზე. შეერთებული შტატების არმიის სამიზნეთა შორის იყო შეიარაღების სისტემები, სამხედრო ბაზები და აღჭურვილობა, რომელთა მფლობელები ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუთი მეამბოხეები არიან.
აღნიშნული ცნობა საინფორმაციო სააგენტო “ასოშეითიდ პრესს” ამერიკის ოფიციალურმა პირებმა დაუდასტურეს, რომელთაც ანონიმურობის დაცვის პირობით ისაუბრეს.
იერიში შეერთებული შტატების თვითმფრინავებიდან და გემებიდან იქნა მიტანილი. ჯერჯერობით ვერ ხერხდება იმის დაზუსტება, თუ რამდენ სამიზნეს დაარტყეს, რადგან მისია ახალი დასრულებულია.
თავად ჰუთების მედიაში გავრცელებული ცნობებით, 7 დარტყმაა მიტანილი საპორტო ქალაქ ჰოდეიდას აეროპორტზე და ქათეიბის რაიონში, სადაც ამბოხებულების სამხედრო ბაზა მდებარეობს. ოთხი დარტყმა დედაქალაქ სანააზე მოხდა და კიდევ ორი – დამარის პროვინციაში. ამას გარდა, საჰაერო რეიდები იყო ბაიდას პროვინციაში, სრომელიც სანაადან სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს.
ამერიკელთა იერიშს რამდენიმე დღით უძღოდა წინ ჰუთების მუქარა ს წინააღმდეგ “სამხედრო ოპერაციების ესკალაციის” თაობაზე. გასულ კვირას კი ჯგუფმა პასუხისმგებლობა ამერიკულ სამხედრო გემებზე მიტანილ იერიშზე აიღო.
ამ იერიშში ჰუთებმა გამოიყენეს ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები, ასევე სამხედრო დრონები. თავდასხმის დროს ამერიკული გემები ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გადაადგილდებოდნენ.
ჰუთი მებრძოლები აცხადებენ, რომ ისინი სამიზნეში მხოლოდ ისრაელთან დაკავშირებულ გემებს იღებენ, რომელთა შორის შეიძლება იყოს ამერიკული ან ბრიტანული გემები. მათი თქმით, ამ ოპერაციების მიზანია, ისრაელმა რაც შეიძლება მალე დაასრულოს “ჰამასის” წინააღმდეგ მიმდინარე ომი ღაზის სექტორში.
ჰუთების განცხადებათა მიუხედავად, მათი სამიზნე ხშირად ხდება გემები, რომელთაც ისრაელთან და ახლო აღმოსავლეთის ამ კონფლიქტთან ან მინიმალური შეხება აქვს, ან საერთოდ არანაირი. ისეთი შემთხვევაც ყოფილა, როცა ჰუთების იერიშების სამიზნე ირანის გემი აღმოჩნდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკო მანაგაძე: ადრე თუ გვიან ყველაფერი სრულდება. რამდენი ტიტუშკა არბენინა, რამდენი ფიტული აგორავა აუდიტორიების შესავსებად, რამდენი სტუდენტი აცემინა, მაგრამ მაინც ასე დაამთავრა – წავიდა