ამერიკამ ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. განცხდება ამის შესახებ “ამერიკის ხმას” სახელმწიფო დეპარტამენტმა მიაწოდა.
ამერიკის შეერთებული შტატები მიიჩნევს, რომ ბიძინა გრიგორის ძე ივანიშვილი, საქართველოს მმართველი პარტია “ქართული ოცნების” დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ საქართველოს ევროატლანტიკური მომავალსა და დემოკრატიას ძირს უთხრის.
“ივანიშვილისა და “ქართული ოცნების” ქმედებებმა დაასუსტა დემოკრატიული ინსტიტუტები, დაუშვა ადამიანის უფლებების დარღვევები და შეზღუდა ფუნდამენტური თავისუფლებებით სარგებლობა საქართველოში. მეტიც, მან საქართველოს ევროატლანტიკური კურსიდან გადაახვევინა – მომავლიდან, რომელიც ქართველი ხალხის უმრავლესობას სურს და რომელსაც საქართველოს კონსტიტუცია მოითხოვს. ამან შედეგად, ქვეყანა რუსეთისადმი მოწყვლად მდგომარეობაში ჩააგდო, ქვეყნისადმი, რომელიც განაგრძობს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას.
“ჩვენ მტკიცედ ვგმობთ “ქართული ოცნების” ქმედებებს ივანიშვილის ლიდერობით, მათ შორის მის განგრძობით და ძალადობრივ რეპრესიას საქართველოს მოქალაქეების, დემონსტრანტების, მედიის წარმომადგენლების, ადამიანის უფლებათა აქტივისტებისა და ოპოზიციის ფიგურების წინააღმდეგ. შეერთებული შტატები ერთგულია იმისა, რომ წაახალისოს ანგარიშვალდებულება მათთვის, ვინც საქართველოში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის ძირის გამოთხრაზეა პასუხისმგებელი”, – აცხადებს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი .
ეს გადაწყვეტილება მიღებულია აღმასრულებელი ბრძანებით, ნომერი 14024, რომლის თანახმადაც, პასუხისმგებლობა ეკისრება მათ, ვინც პირდაპირ ან არაპირდაპირაა ჩართული ან ცდილობს იყოს ჩართული იყოს ისეთ ქმედებებსა და პოლიტიკაში, რაც ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებს ან ინსტიტუტებს შეერთებულ შტატებსა თუ საზღვარგარეთ, ასევე, რუსეთის ფედერაციის სახელით, ან პირდაპირ ან არაპირდაპირ მის სასარგებლოდ.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია