ამდენი ხანია უკვე პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება და ერთმა ადამიანმა ვერ მიიტანა ერთი რამე კონკრეტული ინფორმაცია რა იყო გაყალბებული, ან რამე ისეთი, რამაც ოდნავი გავლენა მაინც მოახდინა არჩევნების შედეგებზე

ამდენი ხანია უკვე პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება და ერთმა ადამიანმა ვერ მიიტანა ერთი რამე კონკრეტული ინფორმაცია რა იყო გაყალბებული, ან რამე ისეთი, რამაც ოდნავი გავლენა მაინც მოახდინა არჩევნების შედეგებზე
რიგგარეშე , მათაც იციან, რომ არანაირ საფუძველს არ ატარებს. ამდენი ხანია უკვე პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება და ერთმა ადამიანმა ვერ მიიტანა ერთი რამე კონკრეტული ინფორმაცია თუ ამ არჩევნებში რა იყო გაყალბებული, ან რამე ისეთი, რამაც ოდნავი გავლენა მაინც მოახდინა არჩევნების შედეგებზე, – განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
წამყვანმა მას ჰკითხა, აქვს თუ არა ოპოზიციას რაიმე რესურსი, რომ პოლიტიკური პროცესები დაძრან.
„ვფიქრობ, [ოპოზიციას] ფრუსტრაციის პერიოდი დაუდგა. არ იციან კონკრეტულ მოცემულობაში რა გააკეთონ. საქართველოს გარშემოც გეოპოლიტიკური მდგომარეობა ვხედავთ, რომ გარკვეულწილად იცვლება. მათი [ოპოზიციის] სიცოცხლისუნარიანობა გარკვეულწილად დამოკიდებული იყო საგარეო ზეწოლაზე. საგარეო ზეწოლასაც ისეთი მძაფრი ფორმა აღარ აქვს, როგორიც აქამდე ჰქონდა, ამიტომ დღეს მათ ძალიან დიდი დაბნეულობა აქვთ. რიგგარეშე , მათაც იციან, რომ არანაირ საფუძველს არ ატარებს. ამდენი ხანია უკვე პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება და ერთმა ადამიანმა ვერ მიიტანა ერთი რამე კონკრეტული ინფორმაცია თუ ამ არჩევნებში რა იყო გაყალბებული, ან რამე ისეთი, რამაც ოდნავი გავლენა მაინც მოახდინა არჩევნების შედეგებზე. ახლა აქვთ გარდამტეხი პერიოდი – რა ქნან, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა, თუ არა“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ მიქელაძე: მე, ისევე როგორც სხვებს, მჯერა, რომ უწმინდესისა და უნეტარესის ადგილს დაიკავებს ის ეპისკოპოსი, რომელიც ილია მეორემ, ჩემმა პატრიარქმა საკუთარი გზის გამგრძელებლად შერაცხა

თორნიკე ჭეიშვილი გახარიას პარტიის ინიციატივაზე: გეყოთ იმის სითამამე თქვათ, რომ თქვენი პროექტის მიხედვით, “მოლოტოვის კოქტეილის” მსროლელიც პოტენციურად დაქვემდებარებულია ამნისტიას – ეს იმ კამპანიიდან არის, ზოგიერთი დიპლომატიური მისია რომ ცდილობდა “მოლოტოვის კოქტეილის” სროლის რომანტიზებას