ამდენი ფული რომ დაეხარჯათ ქართველი ხალხის ყურადღების მიპყრობაზე, ცოტა უკეთესი შედეგი ექნებოდათ არჩევნებშიც და ქუჩაშიც – ნაც.მოძრაობაზე

ჩვენი ოპონენტები მუშაობენ არა ხალხთან, არამედ მუშაობენ გარე სუბიექტებთან, ჩინოვნიკებთან, მათ ახარჯავენ ფულს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც „ფარას“ მიერ „ნაციონალური მოძრაობისა“ და ამერიკული იურიდიული კომპანიის კონტრაქტის გამოქვეყნებას ეხებოდა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ოპოზიციას ამდენი ფული რომ დაეხარჯა ქართველი ხალხის ყურადღების მიპყრობაზე, ცოტა უკეთესი შედეგი ექნებოდათ არჩევნებშიც და ქუჩაშიც.
„თუმცა, ამის ნაცვლად, ისინი ფულს ხარჯავენ გარე ლობისტებთან, იმისათვის, რომ ვიღაც უცხოელი ჩინოვნიკის გული მოიგონ. ასეთი სახით სახალხო პოლიტიკა არ კეთდება. ჩვენ ვმუშაობთ და კომუნიკაცია გვაქვს ხალხთან, ჩვენ ვაკეთებთ საქმეებს ხალხისთვის, საზოგადოებისთვის და შესაბამისად, ეს ყველაფერი აისახება ხალხის მხარდაჭერაზეც, მათ შორის, არჩევნებზე. იგივე დროს, ჩვენი ოპონენტები მუშაობენ არა ხალხთან, არამედ მუშაობენ გარე სუბიექტებთან, ჩინოვნიკებთან, მათ ახარჯავენ ფულს. ასე ისინი წარმატებას ვერ მიაღწევენ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ხუნდაძე მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბარზე: ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პოზიტიური ნაბიჯი, მიმართული იმისკენ, რომ ორ ქვეყანას შორის მოხდება დაახლოება და პარტნიორული, თანასწორუფლებიანი ურთიერთობები აღდგება

დიმიტრი ხუნდაძე: დეკრეტული შვებულებები უნდა გაიზარდოს ერთ წლამდე, რათა პოტენციურ დედას ჰქონდეს იმის პირობა, რომ მისი კარიერა არ იყოს ხელის შემშლელი ოჯახის შექმნისა და შვილის ყოლისთვის

დიმიტრი ხუნდაძე საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის გაზრდას ითვალისწინებს: ჩვენ ვერ მივიღეთ კითხვებზე ამომწურავი პასუხები, ამიტომ „ხალხის ძალა“ ამ კანონპროექტს მხარს ვერ დაუჭერს

დიმიტრი ხუნდაძე: დედის ინსტიტუტის გაძლიერება არ არის მხოლოდ სოციალური პოლიტიკა — ესაა სტრატეგიული ინვესტიცია ქვეყნის მომავალში. სწორედ ასეთი მიდგომა ქმნის მდგრად დემოგრაფიულ გარემოს