ამბროლაურში, სოფელ თლუღში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ამბროლაურში, სოფელ თლუღში, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
სამართალდამრღვევს მუხლუხიანი სატრანსპორტო საშუალებით 6 კუბურ მეტრამდე წიწვოვანი სახეობის სამასალე მერქანი დასამუშავებლად რეგისტრირებულ სახერხ საამქროში გადაჰქონდა. რეგისტრირებული სახერხი საამქრო და მუხლუხიანი სატრანსპორტო საშუალება დაილუქა; უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე გადატანილია ამბროლაურის „საქმიან ეზოში“. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, გაიგზავნება შესაბამის ორგანოებში.