ამბროლაურის სოფელ პატარა ჩორჯოში ცოფით ინფიცირების შედეგად ქალი დაიღუპა – ჯანდაცვის სამინისტრო

უწყება აცხადებს, რომ 45 წლის ქალი, ცოფით, სავარაუდოდ, თებერვალში, მისივე ლეკვისგან დაინფიცირდა, რის შემდეგაც, იმავე თვეში ლეკვი მოკვდა.
“ქალს ანტირაბიული დახმარებისთვის არ მიუმართავს, ხოლო ცოფის კლინიკური სურათის განვითარება 6 ივლისს დაიწყო, ამ დაავადებისთვის ტიპური კლინიკური ნიშნებით. შემთხვევა კი 2024 წლის 11 ივლისს დარეგისტრირდა, რომელიც იმავე დღეს დასრულდა ლეტალური გამოსავლით. პჯრ კვლევით დიაგნოზი ლაბორატორიულად დადასტურდა”, – წერია სამინისტროს განცხადებაში.
მათივე თქმით, მსგავსი ფაქტი, 2022 წლის ნოემბრის შემდეგ, წელს პირველად დაფიქსირდა.
ჯანდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს მიმართავს, რომ ცოფის ვირუსით ინფიცირების შემთხვევაში ადამიანის გადარჩენის ერთადერთი გზა დროული ვაქცინაციაა. ადამიანებში ცოფის პროფილაქტიკის მიზნით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ხდება მაღალეფექტური ბიოპრეპარატების (ვაქცინა და იმუნოგლობულინი) განაწილება მთელი ქვეყნის მასშტაბით. პროფილაქტიკა ხელმისაწვდომია ყველა მუნიციპალიტეტში.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – „ტექნიკურ მთავრობაზე“ საუბარი მხარდამჭერების უპატივცემულობაა, მაშინ ვის აძლევს ამომრჩეველი ხმას, რომელ პოლიტიკურ პარტიას? – ეს ყველაფერი აბსურდის თეატრია, ჩვეულებრივი მსახიობები არიან

ირაკლი კირცხალია – სალომე ზურაბიშვილს უნდა პრეზიდენტის სასახლე „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ საარჩევნო შტაბად აქციოს – არ გამოვრიცხავთ, არჩევნებამდე დარჩენილ ორ კვირაში პრეზიდენტის სასახლე „დაბრენდოს“ კიდეც