ამბროლაურის მერია – დიდთოვლობის გამო ამბროლაურის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს გზების წმენდის და ელექტროენერგიის აღდგენის პროცესი

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში პრობლემები შეიქმნა, როგორც გზებზე გადაადგილების ისე ელექტროენერგიის მიწოდების მხრივ. ამის შესახებ ინფორმაციას ამბროლაურის მერია ავრცელებს.
მათვე ცნობით, მობილიზებულია ტექნიკა და შექმნილია სამუშაო ჯგუფები, რომლებიც შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად უზრუნველყოფენ თოვლწმენდით სამუშაოებს.
„ამ ეტაპზე შესაბამისი ტექნიკით იწმინდება ქალაქის ცენტრალური და სოფლის ცენტრამდე მისასვლელი გზები. გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს: კრიხის, სხვავის, ნიკორწმინდის, ჭელიაღელის, ბუგეულის და ზნაკვის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ასევე ინტენსიურ რეჟიმში იწმინდება შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-მოწამეთა-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის ნაქერალას უღელტეხილი.
სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს ადგილზე რაჭა ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქრისტინა , ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილესთან დავით გოგლიძესთან ერთად გაეცნო.
ელექტროენერგიის მიმართულებით მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, ამ დროისთვის მიეწოდება ქ. ამბროლაურს და სოფლების გარკვეულ ნაწილს.
სამუშაოები როგორც გზების წმენდის მიმართულებით ისე ელექტროენერგიის აღდგენის კუთხით მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ეტაპობრივად გაგრძელდება და ყველა პრობლემურ მონაკვეთს მოიცავს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი – ჩვენი ამოცანაა გარანტირებული იყოს უკრაინისთვის მყარი მშვიდობა, გრძელვადიანი უსაფრთხოება – მყარი მშვიდობა მხოლოდ სუვერენიტეტისა და ტერიტორიებით ვაჭრობის გარეშე

პრეზიდენტი კითხვაზე იქნება თუ არა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი – ცხოვრებაში რომ არაფერია გამორიცხული, ეს არის ის ძნელი გაკვეთილი, რაც ვისწავლე წლების მანძილზე – პრემიერობის კანდიდატი შერჩეული მყავს