“ამბის დასასრული!” – “ნაპოლიმ” კვარაცხელიას მამას და აგენტს საჯარო განცხადებით უპასუხა

საფეხბურთო კლუბმა “ნაპოლიმ” ს აგენტის, მამუკა ჯუღელისა და მამის, ბადრი კვარაცხელიას სატელევიზიო ინტერვიუს ოფიციალური განცხადებით უპასუხა.
“ნაპოლი” აცხადებს, რომ კვარაცხელიას მასთან კონტრაქტი აკავშირებს და ის არ იყიდება.
“კვარაცხელიას აგენტის, მამუკა ჯუღელის და მისი მამის, ბადრის საპასუხოდ ნაპოლი იმეორებს, რომ მოთამაშეს კლუბთან კიდევ 3 წლით აკავშირებს კონტრაქტი.
კვარაცხელია არ იყიდება.
ნაპოლისთან კონტრაქტით დაკავშირებული ფეხბურთელების მომავალს არა მამა და აგენტი, არამედ თავად კლუბი წყვეტს. ამბის დასასრული”, – დაწერა ნაპოლი.
ბადრი კვარაცხელიამ და მამუკა ჯუღელმა იმედის ეთერში დიმა ობოლაძესთან ვრცლად ისაუბრეს კვარაცხელიას მომავალზე. მათ დააფიქსირეს პოზიცია, რომ აღარ სურთ ფეხბურთელის ნეაპოლში დარჩენა გამომდინარე იქიდან, რომ კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავიდა. თუმცა, ჯუღელმა აღნიშნა, რომ ეს ხვიჩა კვარაცხელიას გადასაწყვეტია, რომელთანაც ჯერ არ უსაუბრიათ და ამ საკითხზე ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დაილაპარაკებენ.
კვარაცხელიას სადებიუტო და საჩემპიონო სეზონის შემდეგ შარშანდელი სეზონი ნეაპოლელებს ჩაუვარდა. ისინი ვერც ჩემპიონთა ლიგაზე გავიდნენ და ვერც სხვა ევროტურნირზე. ამასთან სეზონის განმავლობაში სამი მწვრთნელი გამოიცვალეს. მიმდინარე წელს ცნობილი გახდა, რომ ნაპოლის ახალი მწვრთნელი ანტონიო კონტე იქნება, წარმატებული იტალიელი მწვრთნელი, ხოლო ვიქტორ ოსიმენი, სავარაუდოდ, კლუბს დატოვებს.

ასევე დაგაინტერესებთ