ამბები, რომლებიც შესაძლოა შაბათ-კვირას გამოგრჩა

ქართველ სპორტსმენებს კარგი შაბათ-კვირა ჰქონდათ. ქართულ ჭიდაობაში პირველად გამართული მსოფლიო ჩემპიონატი ქართველი ძიუდოისტის, საბა ინანეიშვილის ტრიუმფით დასრულდა. უქმეებზე საგოლე პასით თავი მ გამოიჩინა, ჩინეთის ჩემპიონატში კი ვაკო ყაზაიშვილმა მორიგი დუბლი შეასრულა. ფიგურულ სრიალში ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ჩინეთის გრან-პრიზე გამარჯვება მოიპოვეს. წარმოგიდგენთ უიკენდის მნიშვნელოვან ამბებს, რომლებიც შესაძლოა გამოგრჩათ.
პირველი მსოფლიო ჩემპიონატი ქართულ ჭიდაობაში და ქართველი ჩემპიონი
25 ოქტომბერს, ქართულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატი პირველად გაიმართა, მასში მონაწილეობა 25 ქვეყნის სპორტსმენმა მიიღო. ტურნირის გამარჯვებული საბა ინანეიშვილი გახდა, ქართველმა მოჭიდავემ ფინალში ულზიბაიარ დურენბაიარი 1:0 დაამარცხა. ბრინჯაოს მედლის მფლობელი უჩა ტაბატაძე გახდა. ნახევარფინალში საბამ ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი და ტიტულოვანი ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი დაამარცხა. ქართული ჭიდაობის პირველი მსოფლიოს ჩემპიონატი მხოლოდ აბსოლუტურ წონით კატეგორიაში გაიმართა.
მეტელკინასა და ბერულავას მორიგი გამარჯვება
ჩინეთში გამართულ ფიგურული სრიალის გრან-პრის სერიის მეორე ეტაპზე ქართულმა წყვილმა ბრწყინვალედ იასპარეზა. ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ გრან-პრიზე გამარჯვება მოიპოვეს. მოკლე პროგრამაში ქართულმა წყვილმა 77.77 ქულა დააგროვა და პირველი ადგილი დაიკავა, თავისუფალ პროგრამაში კი პირველობა კვლავ არავის დაუთმეს და საერთო ჯამში 217.14 ქულით გაიმარჯვეს. ტურნირზე მეორე ადგილი იტალიურმა წყვილმა 209.88 ქულით დაიკავა.
შერმადინი ოქტომბრის MVP-ის ტიტულს უმიზნებს
“ტენერიფემ” ერთ-ერთ მთავარ კონკურენტ “უნიკახას” უმასპინძლა, რომლის დამარცხებაც არ გასჭირვებია – 95:79. გამოცდილმა ცენტრმა 15 ქულა, 8 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. შერმადინმა 6-იდან 5 ორქულიანი ჩააგდო და 5-ივე საჯარიმო ზუსტად ისროლა. გიორგი, რომელსაც სარგებლიანობის კოეფიციენტი ყველაზე მაღალი ჰქონდა (22), მატჩის MVP-ად დასახელდა. მაღალი ალბათობით, ტენერიფეს 36 წლის ქართველი ცენტრი ლიგა ენდესის ოქტომბრის MVP-ადაც დასახელდება, მისი გუნდი კი მომდევნო ტურში “ბასკონიას” ესტუმრება (2 ნოემბერს). მანამდე კი, 28 ოქტომბერს, შერმადინის გუნდს ჩემპიონთა ლიგაში გასვლაზე ბურსას “ტოფაშთან” ითამაშებს.
მამარდაშვილის “ლივერპული” გამარჯვებას კვლავ ვერ ახერხებს
პრემიერლიგის მეცხრე ტურში “ლივერპული” გასვლაზე “ბრენტფორდთან” 2:3 დამარცხდა. მიუხედავად იმისა, რომ გიორგი მამარდაშვილმა არაერთი რთული დარტყმული მოიგერია და საკუთარი გუნდი გაშვებული გოლისგან რამდენჯერმე იხსნა, მისი კარგი თამაში საკმარისი არ აღმოჩნდა და “მერსისაიდელები” გაცილებით სუსტ მეტოქესთან დამსახურებულად დამარცხდნენ. “ლივერპულმა” ჩემპიონატზე ზედიზედ მეოთხე მარცხი განიცადა, არნე სლოტის გუნდი 15 ქულით მეშვიდე ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 29 ოქტომბერს ჩაატარებს – თასის მერვედფინალში “კრისტალ პალასს” უმასპინძლებს.
კვარაცხელიას პირველი შედეგიანი მოქმედება ლიგა 1-ის ახალ სეზონში
ლიგა 1-ის მეცხრე ტურში პსჟ-მ გასვლაზე “ბრესტი” 3:0 დაამარცხა, მ კი მიმდინარე ტურნირზე პირველი საგოლე მოქმედება მიითვალა. პარიზული გუნდის ქართველ შემტევს შედევრის შექმნამდე სულ ცოტა დააკლდა, ხვიჩამ მცველი გააბითურა, თუმცა მეკარემ მისი დარტყმული მოიგერია, სამაგიეროდ, “კვარა” მაროკოელ თანაგუნდელს დუბლის შესრულებაში დაეხმარა. პსჟ 20 ქულით ამ მომენტისთვის ლიდერია და 29 ოქტომბერს სტუმრად “ლორიენს” დაუპირისპირდება.
“ვილიარეალმა” გაიმარჯვა, გოლი მიქაუტაძის აქტიურობას მოჰყვა
ლა ლიგის მეათე ტურში “ვილიარეალმა” გასვლაზე “ვალენსიას” 2:0 სძლია. სტუმართა გუნდის თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 79 წუთი გაატარა. აღსანიშნავია, რომ “ყვითელი წყალქვეშა ნავის” მეორე გოლი სწორედ ქართველი ფორვარდის აქტიურობას მოჰყვა, მან მეტოქე ეფექტურად ჩამოიშორა და ბურთი კარში გადაგზავნა, თუმცა არ გაუმართლა, შემდეგ კი მისმა თანაგუნდელმა კომესანიამ ცარიელ კარში გაიტანა. “ვილიარეალი” 20 ქულით ჯერჯერობით მე-3 ადგილზეა და მომდევნო მატჩს 30 ოქტომბერს ჩაატარებს – თასის 1/64-ფინალში კორდობაში ქვედა ლიგის “სიუდად დე ლუსენას” შეხვდება.
ლოჩოშვილმა “კაიზერსლაუტერნთან” პენალტი მოიპოვა
მეორე ბუნდესლიგის მეათე ტურში “ნიურნბერგი” გასვლაზე “კაიზერსლაუტერნთან” წაგებას გადაურჩა – 1:1. სტუმართა გუნდის მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა შეუცვლელად ითამაშა, ყვითელი ბარათი მიიღო, 90-ე წუთზე კი მის მიერ მოპოვებული პენალტით რობინ კნოხემ ანგარიში გაათანაბრა – მან ორივე გუნდიდან ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასებები დაიმსახურა: flashscore 7.8. whoscored 7.4, sofascore 7.4. “ნიურნბერგმა” თანდათან შედარებით მდგომარეობა გამოასწორა, ბოლო 3 მატჩიდან 1 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა, 9 ქულით მე-15 ადგილზეა და 1-ელ ნოემბერს ბრაუნშვაიგის “აინტრახტს” უმასპინძლებს.
ვაკო ყაზაიშვილის ბენეფისი ჩინეთის ჩემპიონატში
ჩინეთის საფეხბურთო სუპერლიგის 28-ე ტურის შეხვედრაში “შანდოგ ტაიშანის” ქართველმა თავდამსხმელმა, ვაკო ყაზაიშვილმა ჩემპიონატის ლიდერთან, “შანხაი პორტთან” დუბლი შეასრულა. 41-ე წუთზე მისმა ზუსტმა დარტყმამ ანგარიში გაათანაბრა (1:1), ხოლო 77-ე წუთზე ყაზაიშვილმა მეორე გოლი გაიტანა და მატჩში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:1 “შანდოგ ტაიშანის” სასარგებლოდ. ქართველმა თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში უკვე 28 მატჩი ჩაატარა და 24 გოლი გაიტანა. ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილზეა და უახლოეს მდევარს სამი ბურთით უსწრებს. გარდა ამისა, მის ანგარიშზე ხუთი საგოლე გადაცემაა. “შანდოგ ტაიშანი” 28 ტურის შემდეგ 47 ქულით სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზეა.
“რეალმა” “ელ კლასიკოში” “ბარსელონა” დაამარცხა
ლა ლიგის მე-10 ტურის ცენტრალურ მატჩში “ელ კლასიკო” გაიმართა, სადაც მადრიდის “რეალმა” შინ “ბარსელონა” 2:1 დაამარცხა. “ბლანკოსის” ერთ-ერთმა ლიდერმა ჯუდ ბელინგემმა ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა, ინგლისელმა ჯერ მბაპეს გაატანინა, შემდეგ კი თავადაც შეაგდო და მისი გუნდი წინ გაიყვანა. მართალია, მეორე ტაიმში ბურთის ფლობის უპირატესობა “ბარსელონას” მხარეს იყო, თუმცა ჰანსი ფლიკის გაწვრთნილმა გუნდმა ანგარიშის გათანაბრება ვერ მოახერხა და პირველი ტაიმის შედეგი არ შეცვლილა. ამრიგად, მადრიდის “რეალი” 27 ქულით ლა ლიგას ლიდერობს და მეორეადგილოსან “ბარსელონას” 5 ქულით უსწრებს, “სამეფო კლუბი” მორიგ შეხვედრას 2 ნოემბერს, “ვალენსიას” წინააღმდეგ გამართავს. “ბარსელონა” მომდევნო ტურში “ელჩეს” დაუპირისპირდება, შეხვედრა ასევე 2 ნოემბერს გაიმართება.
ლანდო ნორისის სრული დომინაცია მექსიკის გრან-პრიზე
ფორმულა 1-ის 2025 წლის სეზონი გარდამტეხ ფაზაში შედის. მექსიკის გრან პრი ლანდო ნორისმა მოიგო, რომელიც გალიდერდა. საინტერესოა, რომ მექსიკის გრან-პრიმ ჩემპიონატის ლიდერი შეცვალა – ახლა სატურნირო ცხრილის სათავეში ლანდო ნორისია 357 ქულით! მას თანაგუნდელი, ოსკარ პიასტრი მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება.სეზონის დასრულებამდე კი მხოლოდ 4 რბოლა და 2 სპრინტი დარჩა. ბრძოლა ტიტულისთვის გადამწყვეტ ფაზაში შედის. ფორმულა 1-ს 2025 წლის სეზონის მორიგი, 21-ე გრან პრი სან პაულუში, 9 ნოემბერს გაიმართება.
ისრაელს საერთაშორისო სპორტიდან მოკვეთენ? ოლიმპიური კომიტეტის პასუხი
უარი ბელარუსთან თამაშზე – უკრაინის მამაკაცთა პლაჟის ფეხბურთის ნაკრები მატჩზე არ გამოცხადდება
ამწე კრანის ფასი თბილისში – როგორ ავირჩიოთ ხარისხიანი სერვისი
გიორგი შერმადინის 25-ე MVP და ესპანეთის ჩემპიონატის რეკორდი!
შერმადინმა “უნიკახასთან” 15 ქულა, 8 მოხსნა და გამარჯვება გაიფორმა
მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედლებს დაეუფლა
საბა ინანეიშვილმა ასტანის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
მიქაუტაძის 66 წუთი – “მანჩესტერ სიტიმ” “ვილიარეალი” უშანსოდ დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს კვარაცხელიამ და მიქაუტაძემ ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში?
[VIDEO] შერმადინის ზედიზედ 30-ე საშინაო გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაში | “ტენერიფემ” “ჰერცლია” დაამარცხა
[PHOTO] “სიტისთან” მატჩამდე მიქაუტაძე ძველ მეგობარს შეხვდა
ვარსკვლავური ფინალი 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში – ძიუდოში საქართველოს მასტერსი გაიმართა
მამარდაშვილი “აინტრახტთან” სასტარტოშია, ქოჩორაშვილი “მარსელთან” სათადარიგოა
გამარჯვება ოთხი წაგების შემდეგ – მამარდაშვილის “ლივერპულმა” “აინტრახტი” დაჯაბნა
“სპორტინგმა” ქოჩორაშვილის გარეშე მოიგო – “რეალმა” “იუვენტუსი” ბელინგემის გოლით დაამარცხა
[VIDEO] სასიამოვნო კადრები – როგორ შეხვდნენ ერთმანეთს მიქაუტაძე და შერკი “ვილიარეალი” სიტის” მატჩამდე
[VIDEO] “ტენერიფე” ჩემპიონთა ლიგას გამარჯვებით იწყებს – შერმადინმა მოედანზე 23 წუთი გაატარა
ლოჩოშვილის “ნიურნბერგმა” დიუსელდორფში გაიმარჯვა
ქართულმა წყვილმა იუნიორთა მსოფლიოს ჩემპიონატზე მცირე ოქროს მედალი მოიპოვა
ფორმულა 1-ის პილოტი “უემბლისთან” გაძარცვეს
კვლავ საუკეთესო ლოჩოშვილი და “ნიურნბერგი” ფსკერზე
“ახალგაზრდაა, მაგრამ…” – რა თქვა ჩაბი ალონსომ არდა გიულერზე?
მეტელკინამ და ბერულავამ ოლიმპიადის ლიცენცია მოიპოვეს
კვარაცხელია და დემბელე კვლავ ერთად – დღეს საინტერესო მატჩებია
არის პირველი გამარჯვება – ლოჩოშვილის “ნიურნბერგმა” როგორც იქნა მოიგო
ქართულმა წყვილმა იუნიორთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედალი ზედიზედ მეორედ მოიპოვა
იქამდე მამარდაშვილი ითამაშებს – სლოტმა ალისონის დაბრუნებაზე კომენტარი გაკეთა
თოფურია: კლასიკოში “რეალი” გაიმარჯვებს – ამ გუნდის გულშემატკივრები ყოველთვის რაღაც უნიკალურს მძენდნენ
იქნება კვარაცხელია სასტარტოში? – Le Parisien-ი პსჟ-ს სავარაუდო შემადგენლობას ასახელებს
[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო – შერმადინის მაგარი მატჩი “რეალთან”
“რეალის” ფეხბურთელები იამალის კომენტარით აღშფოთებულები არიან – კარვახალი ლამინს პირადად გაესაუბრება
ლუკა მაისურაძემ პარიზის გრანდ-სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა [VIDEO]
“საერთოდ არ მაინტერესებს არნე სლოტი ჩვენზე რას ამბობს” – რუბენ ამორიმმა კრიტიკოსებს მიმართა
“ლივერპული”, “ბაიერნი” და მადრიდის “რეალი” “კრისტალ პალასის” მცველისთვის იბრძვიან
ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო – “ნიურნბერგი” სახლში “ჰერტასთან” განადგურდა
ნახევარფინალში თუშიშვილი დაამარცხა – საბა ინანეიშვილი ქართულ ჭიდაობაში პირველი მსოფლიო ჩემპიონი გახდა!
[VIDEO] შერმადინის და უერტასის დუეტი კვლავ ბრწყინავს – “ტენერიფემ” “მურსია” დაამარცხა
[VIDEO] შერმადინი მაგრად იწყებს – ქართველის 28 ქულა, MVP-ის ტიტული და გამარჯვება “მანრესასთან” პირველ ტურში
ისტორიული მიღწევა – მეტელკინა-ბერულავას წყვილი ევროპის ვიცე-ჩემპიონია [VIDEO]
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი – “ნიურნბერგმა” გამარჯვება ხელიდან გაუშვა
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა “ბრენტფორდთან” მატჩში?
მოინანია და აპატიეს – ვირჯინიამ ვინისიუსს კიდევ ერთი შანსი მისცა და დღეს “ბარსელონასთან” მატჩში ტრიბუნიდან გაამხნევებს
ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ინანეიშვილი და სომხიშვილი დამარცხდნენ
არის თუ არა იამალისგან ფეხმძიმედ – ნიკი ნიკოლმა კითხვას უპასუხა
მაისურაძე პარიზის გრანდ სლემის ფინალში გავიდა – ინანეიშვილი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს
[VIDEO] შერმადინის კარგი მატჩი – “ტენერიფემ” ასპარეზობა მესამე ადგილზე დაასრულა
[VIDEO] “რა დაემართა ჩვენს გუნდს?! ეს სასაცილო აღარაა!” – “მანჩესტერ იუნაიტედთან” მარცხის შემდეგ გაბრაზებულმა ალექსანდერ-არნოლდის ძმამ მიმართვა გაავრცელა
[VIDEO] ლოჩოშვილის მოპოვებული პენალტით “ნიურნბერგმა” “კაიზერსლაუტერნთან” ფრეს მიაღწია
[VIDEO] გენიალური ბელინგემი და უკმაყოფილო ვინისიუსი – “რეალმა” “ელ კლასიკოში” გაიმარჯვა