“ამბასადორი ბათუმი აილენდს” მთავრობამ მდინარე ჭოროხის ნაპირზე 1.5 ჰექტარი მიწა გადასცა

კომპანია “ამბასადორი აილენდს”, რომელიც ბათუმში ხელოვნური კუნძულის პროექტს ახორციელებს სახელმწიფომ 3 წლიანი იჯარით ხელვაჩაურის სოფელ ახალსოფელში მდებარე 15 042 კვ.მ არასასოფლო/სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გადასცა. ამის შესახებ დასტურდება საქართველოს მთავრობის მიერ 17 სექტემბერს გამოცემულ განკარგულებაში.
მიწის ნაკვეთი მდინარე ჭოროხის პირასაა.
როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, კომპანიამ მიწის საიჯარო ქირად ყოველწლიურად 84 904 ლარი უნდა გადაიხადოს.
კომპანიამ ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 1 თვის ვადაში კი გამოუყენებელი სასარგებლო წიაღისეულის საკომპენსაციო თანხა 25 506 ლარი შესაბამის სახაზინო ანგარიშზე უნდა შეიტანოს.
წყარო: მთავარი არხი