„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო

„ამბასადორი აილენდმა“ ულტრათანამედროვე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო, რომელიც თავისი არსით, ისტორიულ მნიშვნელობას ატარებს, რადგან კუნძულზე პირველ შენობა-ნაგებობას წარმოადგენს. აღნიშნული მრავალფუნქციური კომპლექსი აერთიანებს: საცხოვრებელ აპარტამენტებს, სასტუმროს, ვერტოდრომს, გასართობ-გამაჯანსაღებელ სივრცეებს, ღია და დახურულ აუზებს, ფიტნეს ცენტრებსა და ბრენდულ ბუტიკურ მაღაზიებს.
„ჩვენ პროექტის განვითარების გარდამტეხ ეტაპზე ვიმყოფებით. მიწის მოწყობითი პროცესი დაჩქარებულად პროგრესირებს და სრული საპროექტო არეალის ნახევარზე მეტი, 46.9 ჰექტარი უკვე შექმნილია. სექტემბრის თვეში დასავლეთ ნახევარკუნძულის 26 ჰა ექსპლუატაციაში იქნა მიღებული, ხოლო იანვარში ჯამურად 48 ჰა მიწის ნაკვეთის ექსპლუატაციაში მისაღებად ვემზადებით. გარდა ამისა, კუნძულის განვითარების პარალელურად „ამბასადორი აილენდზე” მსხვილი ეკონომიკური პროცესები მიმდინარეობს- დაწყებულია სამი მასშტაბური პროექტის განვითარება. მოხარულები ვართ, რომ „ამბასადორი აილენდსა” და IG Development-ს შორის ხელშეკრულებას უკვე მოეწერა ხელი და ულტრათანამედროვე მრავალფუქციურ სავაჭრო ცენტრის პროექტს, რომელსაც საქართველოში ანალოგი არ აქვს სწორედ ისინი განახორციელებენ,”- აღნიშნა ამბასადორი აილენდ ბათუმის გენერალურმა დირექტორმა გოჩა კამკიამ.
კუნძულის პროექტს „ამბასადორი ჯგუფი“ სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიასთან თანამშრომლობით ახორციელებს. „ამბასადორი აილენდ ბათუმი,” რომელიც ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის 84 ჰექტარზე, ზღვაში ფორმირებას ისახავს მიზნად, მდგრადი განვითარებისა და ჭკვიანი ქალაქის პრინციპების სრული დაცვით ვითარდება. ამბასადორი აილენდის პროექტს, როგორც ტურისტული, ასევე რეგიონისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური დანიშნულება გააჩნია, რაც ბათუმსა და ზოგადად საქართველოს, მსოფლიოს ახალ საინვესტიციო რუკაზე მოახვედრებს.
(R)

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: გია ბარამიძეს აკავებენ 50 წელს გადაცილებული სამზარეულოში სპორტულებით მჯდომი, ნაკლებად დასაქმებული, საეჭვო განათლების მქონე მაგრამ უბანში “ჯიგარი” კაცის სახელის მქონე სადღაც ათასიდან ხუთიათასამდე ქოცის გულის მოსაფხანად

ზურაბ ჯაფარიძე: გიორგი ბარამიძის დაკავება სამშობლოს ღალატის ბრალდებით იმ რეჟიმის მიერ, ვინც ოკუპანტს ბოდიშს უხდის და ქვეყანა იზოლაციაში მოაქცია, არის ჩვეულებრივი რუსული, თავხედური ცინიზმი

ირაკლი ფავლენიშვილი გიორგი ბარამიძის დაკავებაზე – ახლა ჩვენ გვყავს პოლიტიკური პატიმარი, რომელიც მისი სიტყვების საკუთარი ინტერპრეტაციის გამო დაიჭირეს, რომელიც საჯაროდ აქვს უარყოფილი