“ამბასადორი“კუნძულისთვის ჭოროხიდან კიდევ 535 800 კუბ.მ ხრეშს ამოიღებს – კობახიძის ახალი განკარგულება

ბათუმში მშენებარე ხელოვნური კუნძულისთვის კომპანია „ამბასადორი აილენდი“ ჭოროხიდან ხრეშის ამოღებას კიდევ მინიმუმ ერთი წელი გააგრძელებს.
“ოცნების“ მთავრობამ კომპანია ამჯერადაც გაათავისუფლა ლიცენზიისგან და კუბური მეტრი ქვიშა-ხრეშის ამოღების უფლება მისცა. 1 კუბურ მეტრ ქვიშა-ხრეშში კი მხოლოდ 1 ლარს და 30 თეთრს გადაიხდის. „ამბასადორი“ მთავრობის ნებართვით ხრეშს ულიცენზიოდ ჭოროხიდან აქამდეც იღებდა.
„სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით… ხელოვნური კუნძულის/ნახევარკუნძულის მოწყობის მიზნით, შპს „ამბასადორი აილენდი“ 12 თვის ვადით გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან და მიეცეს უფლება, მოიპოვოს 535 800 მ3 სასარგებლო წიაღისეული [ქვიშა-ხრეში] ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის თხილნარის და ჭარნალის ადმინისტრაციული ერთეულების ტერიტორიაზე, მდ. ჭოროხის ჭალა-კალაპოტში.
ლიცენზიისგან გათავისუფლებული „ამბასადორი“ ვალდებულია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსაზღვრული პირობები შეასრულოს, ხოლო მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული გამოიყენოს მხოლოდ კუნძულის/ნახევარკუნძულების მშენებლობისთვის.
ასევე, „ამბასადორმა“ „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლებისთვის, ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში უზრუნველყოს 698 870 ლარის გადახდა“, – წერია „ოცნების“ მთავრობის 2025 წლის 24 ოქტომბრის განკარგულებაში, რომელსაც ხელს აწერს.
ამ განკარგულებით, „ამბასადორი“ ქვიშა-ხრეშს მდინარე ჭოროხის ჭალა-კალაპოტში სამ უბანზე, ჯამში 35,7 ჰექტარ ფართობზე ამოიღებს.
წყარო: ნეტგაზეთი