რამდენიმე თვის წინ გავიცანი მოტივირებული და თავის საქმეზე შეყვარებული ადამიანი თეა ჯოხაძე, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს დაგროვებული ცხობისა და კონდიტერიის განხრით. გადავწყვიტეთ გაგვეერთიანებინა ჩვენი რესურსები და შეგვექმნა ჩვენი „ამბავი“. მჯერა, რომ ჩვენი „ამბავი“ წარმატებულ სტარტს აიღებს, გაძლიერდება და თავის ნიშას დაიკავებს ქართულ გასტრონომიულ სივრცეში“.
მისი თქმით, გახსნისთანავე, მომხმარებლებს შესთავაზებენ 50-მდე სახეობის პროდუქტს, რომელთა დაგემოვნებაც ადგილზევე შეეძლებათ.
„ამბავი საოჯახო სამზარეულო და საცხობია, რომელიც ყიფშიძის ქუჩაზე მდებარეობს. გვაქვს პატარა ლამაზი დარბაზი და ასევე ტერასა, სადაც მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ ადგილზევე დააგემოვნონ შეკვეთილი კერძი. საერთო ჯამში, მომხმარებლებს 50-მდე დასახელების კერძს შევთავაზებთ“.
როგორც კომპანიის თანადამფუძნებელმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ გახსნილან, მომხმარებლებს პასკები და სააღდგომო მენიუები შესთავაზეს. რამდენიმე დღეში კი, 1 000 პასკის შეკვეთა მიიღეს.
„ მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე ახლახან გამოვჩნდით, ჩვენი პასკები საკმაოდ პოპულარული გახდა. აღნიშნული ფაქტი განაპირობა ჩვენმა კოლაბორაციამ ცნობილ კონდიტერ ია მინდაძე-ასათიანთან, რომლის პასკებიც განთქმულია.
ამ ეტაპზე დაახლოებით 1000 ერთეული პასკის წინასწარი შეკვეთა გვაქვს, თუმცა ყოველდღიურად შემოდის ახალი შეკვეთები, ძირითადი მოთხოვნაა კლასიკურ ქიშმიშიან პასკებზე.
ასევე, სააღდგომოდ, მომხმარებლებს ორი სახის მენიუ შევთავაზეთ, რომელთა ფასებიც ძირითადად არ ცდება ბაზარზე არსებულ ანალოგიურ შეთავაზებებს, თუმცა გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ჩვენს მიერ შეთავაზებული ულუფები სტანდარტულთან შედარებით ბევრად დიდი ზომისაა. შეკვეთების მიღება დაწყებული გვაქვს და ვაგრძელებთ აპრილის ბოლომდე, მოთხოვნა თითქმის თანაბარია ორივე ფასიან მენიუზე“.
რაც შეეხება „ამბავის“ პასკებისა და სააღდგომო მენიუების ფასებს, შემდეგნაირად გამოიყურება:
250 გრამიანი პასკა – 9 ლარი
500 გრამიანი პასკა – 18 ლარი
800 გრამიანი პასკა – 27 ლარი
1 კილოგრამიანი პასკა – 35 ლარი
ხაჭოს პასკა (500 გრ) – 30 ლარი
