უკვე ბევრი წელია, რაც თბილისელი ლეილა საფოევა ბოლივუდში ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობს და ყოველდღიური ურთიერთობა აქვს ინდური კინოს უამრავ ვარსკვლავთან. ლეილა ისხენებს, რომ წლების წინ, ბავშვობაში, ამ სამყაროში მოხვედრაზე მხოლოდ თუ იოცნებებდა. რა გზა განვლო ჩვენმა რესპონდენტმა ოცნებიდან რეალობამდე, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ:
ლეილა სოფოევა: დავიბადე და გავიზარდე თბილისში. 160-ე სკოლა დავამთავრე. საერთოდ, ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა ინდური ფილმები და უკვე მაშინ გამიჩნდა სურვილი, რომ ინდური ენა შემესწავლა. გამოვიწერე მოსკოვიდან ინდური ენის „თვითმასწავლებელი“ და შევუდექი მეცადინეობას. სკოლა 1989 წელს დავამთავრე და იმ წელსვე ჩავაბარე მოსკოვის უცხო ენათა ინსტიტუტში. ჩემი სტუდენტობის პერიოდში საბჭოთა კავშირში ინდოეთის კულტურის დღეები ჩატარდა, რომელზეც მთელი ჯგუფი პრაქტიკაზე გაგვიშვეს. ასე რომ, თან ვმუშაობდი, თან პრაქტიკას გავდიოდი, თან ვსწავლობდი.
მოგვიანებით ისე მოხდა, რომ გორკის და რაჯ კაპურის კინოსტუდიებმა გადაიღეს ერთობლივი ფილმი. რომელშიც ჩვენი, ქართველი მსახიობებიც იყვნენ დაკავებულნი: ზურა ქაფიანიძე, აბესალომ ლორია, არიადნა შენგელაია… ინდოეთიდანაც ბევრი ვარსკვლავი იღებდა მონაწილეობას. მახსოვს, გადაღებების შემდეგ, იალტის ერთ-ერთ რესტორანში ჩვენი, ქართული შემადგენლობიდან მე და ზურა ქაფიანიძე ინდოელებს ქართულ ცეკვას „შალახოს“ ვასწავლიდით. როცა უნდა გვენახა რა შეითვისეს, „შალახოს“ მაგივრად, შედარებით ნელი, „სულიკოს“ მელოდია დაუკრეს და ინდოელები განცვიფრებულები დარჩნენ, ამ რიტმს ეს მოძრაობა არ უხდება და როგორ ვიცეკვოთო?! (იცინის) ამ პერიოდიდან დაიწყო ჩემი ურთიერთობა კინოსამყაროს ინდოელ წარმომადგენლებთან.
– ამის შემდეგ როგორ განვითარდა თქვენი კარიერა?
– ამის შემდეგ რამდენჯერმე მომიწია კინოფესტივალებზე თარჯიმნობა, სადაც დავუახლოვდი უამრავ ინდოელ მსახიობსა და რეჟისორს და სწორედ მათ მიმიწვიეს ბოლივუდში პროდიუსერად.
– რომელ წელს მოხვდით თქვენი ოცნების ქალაქში?
– ბოლივუდში ვარ 1998 წლიდან. 28 წლის ასაკში ავისრულე ნატვრა და მოვხვდი იმ სამყაროში, რომელზეც მთელი ბავშვობა ვოცნებობდი.
– გაგვიზიარეთ პირველი შთაბეჭდილებები.
– რასაც ველოდი, იმაზე გაცილებით ბევრი და საინტერესო შთაბეჭდილება მივიღე. ჩემთვის ისიც დიდი ბედნიერება იყო, რომ ხუთი წუთით მაინც დამენახა ინდური კინოს ვარსკვლავები, ახლა კი მათთან ერთად მიწევდა მუშაობა.
ჩემი საყვარელი მსახიობი იყო ამიტაბჰ ბაჩანი. ეს მთელმა სკოლამ იცოდა და ზედმეტ სახელად „ბაჩანს“ მეძახდნენ. რას წარმოვიდგენდი, რომ წლების შემდეგ მისი პროდიუსერი გავხდებოდი. გარდა ამისა, დღეს ჩვენ მეგობრები ვართ და მის ოჯახშიც ხშირად დავდივარ სტუმრად.
– დღესდღეობით როგორ მიმდინარეობს თქვენი ცხოვრება?
– დღესდღეობით ჩემი ცხოვრება გადაჯაჭვულია ამ ხალხთან და ძალიან მინდა, რომ საქართველო და ინდოეთი დავაკავშირო ფილმებით. ამას წინათ ქართველი მსახიობები გადაღებებზე მყავდა წაყვანილი გოაში. ფილმს ჰქვია „ყველაფერი კარგად იქნება“, რომლის ლაინ-პროდიუსერი მე ვიყავი. იმ ჯუფიდან ერთ-ერთი მსახიობი, შორენა ბეგაშვილი, ძალიან ჰგავს ადგილობრივ სილამაზის კონკურსში გამარჯვებულს და ქუჩაში რომ გამოდიოდა, ყველა უცინოდა. წაიკითხეთ სრულად
ასევე ნახეთ:
VIDEO: „ბევრი ამბობს… მამაო გახდა ლუკა…“ – ლუკა კურტანიძის შეცვლილი იმიჯი, რომელმაც საზოგადოება აალაპარაკა
„მისმა სიკვდილმა დროზე ადრე დამაბერა…“ – გია სურამელაშვილმა ამერიკაში, აქამდე უცნობი ამბები გაიხსენა
სასწრაფოს ექიმებმა, კაცს გაჩერებული გული აუმუშავეს