ამბავი განსაკუთრებული დაძმობის შესახებ – ნინო და ილიკო სუხიშვილების ცხოვრების საინტერესო მომენტები – Marao

ნინო სუხიშვილი და მისი ძმა, უმცროსი ილიკო სუხიშვილი, მესამე თაობის წარმომადგენლები არიან, რომლებიც ანსამბლ “სუხიშვილებს” უძღვებიან. ნინო სუხიშვილი გულწრფელად აღიარებს, რომ და-ძმას საკუთარი პასუხისმგებლობა გათავისებული აქვს, რისთვისაც თავდაუზოგავი შრომა და ზღვა ენერგიაა საჭირო. მათ ისიც ესმით, რომ სხვაგვარად წარმატების მიღწევა შეუძლებელია. ამიტომაც საკუთარ თავებს “არანორმალურებსაც” უწოდებენ.
“არასდროს დაუძალებიათ, – უნდა იცეკვო, გააგრძელო ჩვენი საქმეო… თვლიდნენ, რომ ეს ჩვენ უნდა გვდომებოდა და ჩვენში ამის მონაცემი დაენახათ. ბევრს ჰგონია, რომ მე და ილიკომ ეს საქმე ლანგრით მივიღეთ. ჩვენ მართლა ძალიან ბევრი ვიშრომეთ და ამის მტკიცება, პირველ რიგში, მშობლებისთვის გვიწევდა და მერე დანარჩენი ქვეყნისთვის, რომ ჩვენ ეს შეგვეძლო”.
“ჩვენთან ანსამბლში მიღებაზე ხომ არის სტანდარტი, გარკვეული სტერეოტიპი არსებობს – სიმაღლე და მონაცემი უნდა გქონდეს, ვიზუალს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ცოტა სიმაღლე მაკლდა. იმ დროს, როდესაც მე ცეკვა მინდოდა, ანსამბლში ძალიან მაღალი გოგონები იყვნენ. სხვა სტანდარტი იყო და ვერ ვბედავდი, მათ გვერდზე მე როგორ უნდა დავმდგარიყავი. ცეკვის დაუოკებელ სურვილს ისე ვიკმაყოფილებდი, რომ ქეიფების მოცეკვავე ვიყავი. ყველაფერს ვცეკვავდი. ოღონდ, ხომ იცით, რომ ერიდებათ საცეკვაოდ ადგომა, მე არ მერიდებოდა, ოღონდ მუსიკის ხმა გამეგონა, ეგრევე ვდგებოდი და ვცეკვავდი ხოლმე. მამაჩემი სულ დამცინოდა, – ქეიფების მოცეკვავეს მეძახდა” – იხსენებდა ნინო ერთ-ერთ ინტერვიუში.
ცნობილი სახელის მიუხედავად, ნინოს პირადი ცხოვრება საზოგადოებისთვის უცნობია. ნინოს მეუღლე ბიზნესმენი ზურა ლეჟავა იყო. ზურა ამერიკაში ცხოვრობდა დიდი ხნის მანძილზე და ამ ქვეყნის მოქალაქეობაც ჰქონდა. წყვილი ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობდა, მრავალი წლის შემდგომ ისინი ამერიკაში კონცერტზე შეხვდნენ ერთმანეთს და ასე დაიწყო ყველაფერი.ზურა ლეჟავა რამდენიმე თვის წინ ავარიაში მოყვა და მძიმედ დაშავდა, სულ ცოტა ხნის წინ კი ბიზნესმენი გარდაიცვალა. წყვილს შვილი არ ჰყოლია. როგორც ცნობილია, ამის მიზეზი ჯანმრთელობის პრობლემა გახდა. “არ მყავს ჩემი ბიოლოგიური შვილი… ილიკოს შვილებმა შემიცვალეს ჩემი შვილები” – თქვა ნინო სუხიშვილმა ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრობისას.
ამჯერად სუხიშვილები ახალ ფოტოებს აქვეყნებენ. მათ ზაფხულის კიდევ ერთი წარმატებული სეზონი დაასრულეს. მოცეკვავეებთან ერთად ფოტოგრაფის ობიექტივში კიდა-ძმა, ილიკო და ნინოც მოხვდნენ: