“ამაში ყოფილი გახარიაც კი იყო ჩართული… ცდილობენ ისევ ხელისუფლებაში მოსვლას” – ვოლსკი

“ქართული ოცნების” ლიდერი გირგი ვოლსკი სუს-ის ბუნდვან ანგარიშს სრულად ეთანხმება და ამტკიცებს, რომ საქართველოშ კონკრეტული ძალები გადატრიალებას ნამდვილად გეგმავდნენ. სახელისუფლებო გუნდის წევრი ამტკიცებს, რომ ამ პროცესში ყოფილი პრემიერი, გახარიაც ჩართული იყო.
ისე ნუ გააკეთებთ, თითქოს ამ ქვეყანაში არ ცხოვრობდით და გუშინ ჩამოხვედით. ჩვენ თვალწინ ვითარდებოდა პროცესები, როცა პარლამენტზე შეტევა, ცესკოზე შეტევა გადაიზარდა ისეთ ფიზიკურ დაპირისპირებაში, რაზედაც დიდი ხნის წინაც საუბრობდნენ და ამაში ყოფილი პრემიერ-მინისტრი გახარიაც კი იყო ჩართული. რეალურად, ეს სიტუაცია გვქონდა და ამ სიტუაციაზე თუ ლაპარაკია სუსის ანგარიშით, რასაკვირველია, გასაკვირი ამაში არაფერია. ანტიდასავლურ განწყობებს ქმნიან ადამიანები, რომლებმაც ანტიდასავლური დამოკიდებულებები მოქმედებაში გამოავლინეს. ეს ანტიდასავლური ძალები დღეს ცდილობენ ისევ ხელისუფლებაში მოსვლას, – ამბობს ვოლსკი.

ასევე დაგაინტერესებთ

ალეკო ელისაშვილი – რუსების ყმობა „ქართულ ოცნებას“ სუვერენული ქცევა ჰგონია – თან აგინებენ დასავლეთს და თან იქ უნდათ კარგი ცხოვრება, სად დადიან „საგულაოდ“, ვორონეჟში თუ ნიჟნი-ტაგილში? – ყოველ შაბათ-კვირას ევროპაში არიან

ილია დარჩიაშვილი – სასიხარულო ამბავია, რომ ჩინეთის ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეები სავიზო შეზღუდვების გარეშე იმოგზაურებენ