ამაღლობელი კობახიძის წინააღმდეგ – სასამართლომ შეწყვიტა საქმის განხილვა

მოსამართლე დავით აკობიძემ შეწყვიტა საქმის წარმოება, რომლის ფარგლებშიც მზია ამაღლობელი ირაკლი კობახიძისგან მის მიმართ გამოთქმული ცრუ ბრალდებების უარყოფას ითხოვდა.
სხდომას მზია ამაღლობელი არ ესწრებოდა. მის ინტერესებს ადვოკატი ანა რეხვიაშვილი წარმოადგენს. რაც შეეხება მოპასუხე მხარეს, ის სხდომაზე არ გამოცხადდა. სასამართლოშია არ მისულა არც და არც მისი წარმომადგენელი.
მზია ამაღლობელი ითხოვდა კობახიძის ორი განცხადების უარყოფას:
· 2025 წლის 10 ივლისს, პროსახელისუფლებო ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გაკეთებული განცხადება;
· 2025 წლის 23 ივლისს, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გაკეთებული განცხადება;
ორივე შემთხვევაში ირწმუნებოდა, რომ მზია ამაღლობელის ქმედება – შეურაცხყოფის საპასუხოდ ს პოლიციის მაშინდელი უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გარტყმა – იყო დაკვეთილი “უცხო ძალებისგან” და მისი მიზანი იყო პოლიციის იმიჯის დაკნინება. მზია ამაღლობელის მოთხოვნაა, მ იმავე ტელეკომპანიების ეთერში, იმავე საეთერო დროს უარყოს ეს განცხადებები.