ნეტგაზეთისა და ბათუმელების თანადამფუძნებელი და დირექტორმა, მზია ამაღლობელმა რუსთავის ციხიდან წერილი გამოგზავნა, რომელსაც გამოცემა ნეტგაზეთი აქვეყნებს. ამაღლობელი წერილში აღნიშნავს, რომ მის მიმართ წაყენებული ბრალი რეპრესიული, სიძულვილით გაჟღენთილი პროცესების შედეგია.
“ფაქტი, რომელიც მოხდა და ბრალი, რომელიც მაქვს რეპრესიული, მტრული, სიძულვილით გაჟღენთილი, ადამიანის და სიტყვის გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული პროცესების შედეგია. პროცესების, რომელიც ბოლო 1 წელია ვითარდება და ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში შემოდის, როგორც დიქტატურა”, – წერს მზია ამაღლობელი.