25 დეკემბერს, რომის პაპმა ფრანცისკემ ვატინაკში საშობაო წირვისას განაცხადა, რომ ქრისტეს დაბადება უარყოფილია ომის ამაო ლოგიკით.
“ამაღამ ჩვენი გული ბეთლემშია, სადაც მშვიდობის პრინცი კიდევ ერთხელ არის უარყოფილი ომის ამაო ლოგიკით, შეიარაღებული დაპირისპირებით, რომელიც დღესაც ხელს უშლის მას სამყაროში ადგილის პოვნაში”, – თქვა პაპმა.
ისრაელსა და “ჰამასს” შორის ღაზაში მძიმე ბრძოლების გამო, საშობაო აღნიშვნა ფაქტობრივად გაუქმდა ბეთლემში, რომელიც მდებარეობს ისრაელის მიერ ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე. ბეთლემი თითქმის დაცარიელებულია, საეკლესიო ლიდერებმა გადაწყვიტეს უარი ეთქვათ “ნებისმიერ ზედმეტ სადღესასწაულო” აღნიშვნაზე ღაზის მოსახლეობის სოლიდარობის ნიშნად.
პაპმა თქვა, რომ “ჩვენ ახლოს ვართ ჩვენს ძმებთან და დებთან, რომლებიც ომში იტანჯებიან – ვფიქრობთ პალესტინაზე, ისრაელზე, უკრაინაზე”.
მან მანამდეც არაერთხელ გააჟღერა მოწოდება ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ.