ამას უნდა მოჰყვეს ბრიტანეთის სანქციები – ბრიტანელი პარლამენტარი ჯაფარიძის დაკავებაზე

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი, ჯეიმს მაკკლირი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ზურაბ ჯაფარიძის დაკავებას ეხმაურება.
მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ და ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთი ხაზი გადაკვეთეს, რასაც ბრიტანეთის სანქციები უნდა მოჰყვეს.
„საქართველო პოლიტიკური რეპრესიების მოლიპულ გზაზე სიარულს აგრძელებს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ჯაფარიძე ახლავე უნდა გათავისუფლდეს.
„ქართული ოცნების“ მთავრობამ და მარიონეტების მმართველმა მათმა ოლიგარქმა ივანიშვილმა კიდევ ერთი ხაზი გადაკვეთეს. ამას უნდა მოჰყვეს დიდი ბრიტანეთის მთავრობის სანქციები“, – წერს X-ზე ჯეიმს მაკკლირი.
პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერი“ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე 23 მაისს სასამართლო სხდომის დარბაზშივე დააკავეს.
ზურაბ ჯაფარიძეს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით რაც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს.
კერძოდ, „ქართულ ოცნებას“ ერთპარტიულ პარლამენტში შექმნილი აქვს 2003-2012 წლებში მოქმედი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებისა და იმდროინდელი თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობს.
კომისიაზე დაბარების მიუხედავად არაერთი ადამიანი არ მივიდა, მათ შორის, , ირაკლი ოქრუაშვილი, ბადრი ჯაფარიძე, გოკა გაბაშვილი, გიორგი კანდელაკი, გიორგი თარგამაძე, , და ა.შ.
საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობა სისხლის სამართლის კოდექსით, ჯარიმით ან ერთ წლამდე პატიმრობით ისჯება. კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ყველას ფულადი გირაო შეუფარდეს.
ზურაბ ჯაფარიძემ კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო შეფარდებული 20 000-ლარიანი გირაო არ გადაიხადა. ამიტომ პროკურატურამ ჯაფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება მოითხოვა, რაც მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ დააკმაყოფილა.
მანამდე, 14 მაისს, დააკავეს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი, რომელმაც შეფარდებული გირაო არ გადაიხადა, რის გამოც ის სასამართლოში დააკავეს და წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.