„ამას საქართველოში მშობლები არ აღიარებთ… თავის მართლება არ მოაგვარებს პრობლემას!“ – რას წერს ეკა კვირკველია
· 358
ახალგაზრდა ექიმი, რეპროდუქტოლოგი ეკა კვირკველია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ: „ფაქტებით დადასტურებული საკითხი: პატარა ბავშვებმა ბავშვობიდანვე უნდა გააცნობიერონ პირადი სივრცე და პირადი ნაწილები – ამას საქართველოში მშობლები არ იღებთ და არ აღიარებთ ამ ყველაფრის შედეგად გამოწვეულ პრობლემებს ბავშვის ფსიქიკაზე! თავის მართლება არ მოაგვარებს პრობლემას! • პატარა ბავშვებს უნდა ჩააცვათ საცურაო კოსტიუმი! • პატარა ბავშვებს არ უნდა მოსთხოვოთ “პასპორტის ჩვენება” ა.შ • პატარა ბავშვების ტუალეტის ტრენინგი იწყება 2 წლიდან! პატარა ბავშვებს სასქესო ორგანოს მოშარდვის დროს არ უნდა უჭერდეთ! მოშარდოს ჩაკუზულმა თუ ბიჭია. • პატარა ბავშვებს ქუჩაში 2 წლამდე ჩააცვით ქუჩაში პამპერსი! • პატარა ბავშვები ქოთანზე უნდა ისაქმებდნენ პირად სივრცეში და არა საჯაროდ, მაგ: სასტუმრო ოთახში. • პატარა ბავშვების სასქესო ორგანოები არის პირადი და არ უნდა იყოს საჯარო! • პატარა ბავშვებს არ უნდა შეეხოთ ნებართვის გარეშე (არც მშობლებმა)! • უცხო ადამიანები სასურველია საერთოდ არ ეხებოდეთ სხვის ბავშვებს! • პატარა ბავშვებს არავინ არ უნდა კოცნიდეს სასქესო ორგანოებზე! • იმიტომ რომ საჯარო ტუალეტები არ არი არ ნიშნავს რომ ბავშვებს ქუჩაში აშარდინოთ და დაურღვიოთ ფსიქიკა სამუდამოდ! მენტალობაშია ეს ყველაფერი ნორმალიზებული – “მერე რა ბავშვია, მოშარდოს”. საჯარო ტუალეტების არარსებობით არ მართლდება საჯაროდ ბავშვების მოშარდვით