“ამას ნამდვილად არ ველოდი” – რას წერენ “ბარსელონას” ფანები თორნიკე შენგელიაზე?

“ბარსელონას” ახალწვეული თორნიკე შენგელია შესანიშნავ ფორმაშია, ქართველი კალათბურთელი ესპანურ გუნდს შესანიშნავად შეეწყო და გუნდის განვლილ გამარჯვებებში უდიდესი როლი შეასრულა.
საქართველოს ნაკრების კაპიტნის თამაშს “ბარსელონას” ქომაგები სოციალური ქსელის საშუალებით ეხმაურებიან.
“ამას ნამდვილად არ ველოდი. 34 წლის ასაკში შენგელიას ასეთი თამაში გამაოგნებელია. თოკო შეტევაშიც და დაცვაშიც ჯაბარი პარკერზე უკეთესად გამოიყურება.
“თორნიკე შენგელია არის მაგალითი, თუ როგორ უნდა თამაშობდეს მძიმე ფორვარდი”.
“თორნიკე გუნდისთვის ძალიან სასარგებლოა, ჯაბარი პარკერის შემდეგ მისი თამაშის ყურება ძალიან სასიამოვნოა”.
“მისი მოყვანა სწორი არჩევანი იყო, ძალიან თანმიმდევრულია”, – წერენ “ბარსელონას” ქომაგები.
ცნობისთვის, შენგელია ევროლიგის მიმდინარე სეზონში საშუალოდ 11.2 ქულას, 5 მოხსნასა და 3.2 შედეგიან პასს აგროვებს.
“ბარსელონა” 3 გამარჯვებითა და 1 მარცხით ევროლიგის სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილს იკავებს, ესპანური გუნდი ევროლიგაზე მორიგ შეხვედრას დღეს, “დუბაის” წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
[VIDEO] მამუკელაშვილის 22 წუთი “ბოსტონთან” – “ტორონტო” “TD Garden-ში” 2 ქულით დამარცხდა
სულ გაგიჟდნენ – “ალ-ჰილალი” იამალის სარეკორდო თანხად შეძენას გეგმავს
შენგელიას 10 ქულა და “ბარსელონას” მარცხი ვალენსიაში | ბურჯანაძის გუნდმაც წააგო
[VIDEO] შენგელიას 12 ქულა – “ბარსელონამ” ევროლიგაზე “ვალენსია” დაამარცხა
[PHOTO] ლაპორტა: ვარ მიმზიდველი და ფულს ვნებიანი სექსი მირჩევნია
[VIDEO] დღის სენსაცია თორნიკეს “ბარსელონამ” ტურნირის მთავარი ფავორიტი დაამარცხა
“თუ ის წავა, “ბარსელონაში” დავბრუნდები” – მესის კატალონიური გრანდის მაისურით კვლავ ვიხილავთ?
“ბარსელონა” ლევანდოვსკისთან კონტრაქტის გაგრძელებას არ აპირებს
შენგელია საუკეთესო იყო – “ბარსელონა” სახლში დამარცხდა
შერმადინი “ტენერიფეს” უკაპიტნებს | ესპანეთის უმაღლეს ლიგაში 4 ქართველი ითამაშებს
ჩავიმ “ბარსელონას” ფეხბურთელის დამატება ურჩია