“ამას მოჰყვება ჩვენი სახელმწიფოს დასასრული” – არჩილ გამზარდია

არავის დაავიწყდეს, რომ ტრამპის მიღმა, მიუხედავად იმისა, უკრაინასთან მიმართებაში მისი აზრები როგორ ემთხვევა საქართველოს მმართველი ძალაუფლების პოზიციებს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი დღემდე კბილებით უჭირავს ევროკავშირის სახელმწიფოებს და თუ საქართველოს ფაქტობრივი მმართველი პირები ტრამპის იმედად მოშლიან ურთიერთობებს ევროკავშირთან, სულ ცოტა, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი დადგება დიდი დარტყმის წინაშე.
თუ ევროკავშირის და ზოგადად, ევროპული სახელმწიფოები ხელს აიღებენ ჩვენზე, ჩვენი ქვეყნისგან მტრული დამოკიდებულების გამო, ნუ გამორიცხავთ, რომ პროცესს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებაც დომინოს პრინციპით მიჰყვეს და ამას მოჰყვება ჩვენი სახელმწიფოს დასასრული.
მმართველმა ძალამ თუ არ მოთოკა აგრესია პარტნიორების მიმართ, სამუდამოდ დაასამარებს ჩვენს სახელმწიფოებრიობას, რადგან სწორედ ევროპას, დიახ ევროპელ “ბიუროკრატებს” უჭირავს სწორედ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი: საია პოლიტიკური აქტივიზმით დაკავებული ორგანიზაციაა, ეჭვი მეპარება, პოლიტიკური მიზნების გარდა სხვა მიზნები ამოძრავებდეთ, თუმცა ქუჩაში წივილ-კივილს ყოველთვის სჯობს, სასამართლოში წახვიდე და განაჩენს დაელოდო

მიხაილ გალუზინი: მზად ვართ, რუსეთ-საქართველოს კავშირების გასაღრმავებლად – ღირს, საქართველოს ხელისუფლება დაუფიქრდეს, რამდენად დიდი შედეგების მიღწევა იქნებოდა შესაძლებელი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობებით