ამას ეძახით ჟურნალისტიკას? დღეს, ხვალ, ზეგ, კიდევ ბევრი თვე რომ გააგრძელებს გელაძე და ჩიქოვანი მუშაობას პოსტზე, არ შეგრცხვებათ ამ ჭორაობის შემოქმედნი რომ ხართ?

ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც გეკა გელაძე თავდაცვის სამინისტროში გადაჰყავთ, ხოლო ირაკლი ჩიქოვანს დიპლომატიურ მისიაში გაგზავნიან.
ჩიხელიძის თქმით, „ტვ პირველის“ „ჟურნალისტებს“ არ ერიდებათ ნოდარ მელაძის მოზელილ სიბინძურეში მუშაობა და თანხმდებიან 12-საათიანი ტყუილის გავრცელებას. მისი თქმით, კიდევ ბევრი დრო გავა და ჩიქოვანი და გელაძე პოსტებზე მუშაობას გააგრძელებენ.
„ტვ პირველის “ჟურნალისტებს” მინდა ვკითხო – არ გიტყდებათ მაგ კანტორაში, ნოდარ მელაძის მოზელილ სიბინძურეში გორაობა? კონკრეტულად ამ ტყუილს რომ ავრცელებდით, ზუსტად 12 საათიან ტყუილს, სინდისმა არ შეგაწუხათ? ზოგადად არ გაწუხებთ ტყუილებით ცხოვრება? ამას ეძახით ჟურნალისტიკას? დღეს, ხვალ, ზეგ, კიდევ ბევრი თვე რომ გააგრძელებს გელაძე და ჩიქოვანი მუშაობას პოსტზე, არ შეგრცხვებათ ამ ჭორაობის შემოქმედნი რომ ხართ?“ – წერს ჩიხელიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა